სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    24.10.2017

    თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 48 საათში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4-ჯერ შეცვალა შედეგი, საბოლოოდ კი, ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ დაიცავს თიანეთელების უფლებებს - "ქართული ოცნების" კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თუ მისი ყოფილი თანაგუნდელი თამაზ მეჭიაური. 4-ჯერ შეცვლილი შედეგებით არჩევნებს ხან მეჭიაური იგებს, ხან - ქიტესაშვილი. ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ისევ ლელა ქიტესაშვილი იგებს.

    თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა და ამას სასამართლოში გაასაჩივრებს. უმრავლესობის ნაწილის აზრით, ეს ფაქტი გაურკვევლობაა და კითხვის ნიშნებს აჩენს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია.

    თიანეთში მიმდინარე პროცესები აჩენს თუ არა კითხვის ნიშნებს? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): როცა დამაჯერებელი გამარჯვებაა, 1, 2 და 5 ხმა ბევრს არაფერს ნიშნავს, ამით მანიპულირებას ვერ შეძლებენ. მაგრამ როცა რაღაც რესურსი არსებობს, ბუნებრივია, ხელისუფლება ამას გამოიყენებს და თავის კანდიდატს გაამარჯვებინებს.

    ზოგადად, მიმაჩნია, რომ მთელი საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი, თორემ კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, ყველა შემთხვევაში.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): 4 ბიულეტენით რომ მოიგებს სახელისუფლებო კანდიდატი, ძალიან სამარცხვინოა. გამარჯვებულ პარტიას ეს არ ეკადრება.

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ქართული ოცნების" მეხოტბედ არ გამოვირჩევი. ვცდილობ, ობიექტური ვიყო და არც შენიშვნებს ვაკლებ. ამ არჩევნებზე გამოიკვეთა, რომ პრორუსული პარტიის ძალებს ჩვენს საზოგადოებაში რეიტინგი არ აქვს. ეს მარტო ჩემი ანალიზი არ არის. მეჭიაურმა გამოკვეთა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, არა მგონია, მეჭიაურს იმდენი ხმა დაეგროვებინა, რომ არჩევნებში გაემარჯვა.

    გუნდური პრინციპით მიდიოდა არჩევნები, სადაც ყველგან, მანდაც "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებდა.

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): შენი აზრი რომ გამოთქვა, ყველა სახის დეტალები უნდა გქონდეს. ზოგადად, რაც ვიცი, ლაპარაკია გაყალბებაზე, ამას კი დამტკიცება უნდა. ერთი მხარე ამას ამბობს, მეორე - იმას.

    აყოველ შემთხვევაში, ის, რომ მთავრობის მხარესაა ბერკეტები, მათ შორის გაყალბების, ფაქტია. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ. თამაზ მეჭიაურს რომ ჰქონდა საკმაოდ დიდი ძალა და პოპულარობით სარგებლობდა, ეს ვიცი, დანარჩენი გასარკვევია. თუმცა არც ის მიკვირს, თუ მთავრობის წარმომადგენელი იმარჯვებს რეიტინგულ ადამიანთან. ამას მომავალშიც არაერთხელ ვნახავთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (31.10.2017)
    gaimarjva xalxo meWiaurma da dawynardit!!!!sworedac unda gaemarjva namdvl qartvel kacs da patriots!!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter