სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    20.10.2017

    თვითმმართველობის არჩევნები ხვალ გაიმართება. პოლიტოლოგების განცხადებით, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის მერის არჩევნებია და ძირითადი პარტიების მთავარი მიზანიც სწორედ თბილისს უკავშირდება.

    იქნება თუ არა დედაქალაქში მეორე ტური, ამ საკითხზე პოლიტოლოგები განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ. ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს მეორე ტურს, ნაწილის აზრით კი, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ინტრიგა მაინც არის.

    "გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური და არაოფიციალური სტატისტიკით, რესურსები ძირითადად ხელისუფლების მხარესაა მობილიზებული, განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, ზოგიერთი ლოკალური გამოვლენის გარდა. ერთადერთი ინტრიგა ნარჩუნდება თბილისში მეორე ტურთან დაკავშირებით. აქაც პროგნოზირება რთულია - ამომრჩეველი თავის რეალურ განწყობას მიანცდამაინც არ უზიარებს არც ერთ კვლევით ცენტრს სხვადასხვა მიზეზის გამო. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად სიურპრიზები მოსალოდნელია, თუმცა დაველოდოთ შედეგებს," - უთხრა "რეზონანსს" გია ხუხაშვილმა.

    თბილისის მერის არჩევნებში ელოდებით თუ არა მეორე ტურს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გივი სიხარულიძე პოეტი, მსახიობი): ვფიქრობ, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური არ უნდა იყოს, რადგან კახა კალაძე გამოკვეთილი ლიდერია და თბილისის მერიც ის უნდა გახდეს. მაგრამ ნახავთ, მეორე ტური მაინც შედგება.

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არა, მეორე ტურს ნამდვილად არ ველოდები. გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოჩნდება.

     

     

     

     

     თედო დონდუა ისტორიკოსი): არა, მეორე ტურს არ ველოდები. კალაძე პოპულარულია, იგი არ არის ცუდი არჩევანი. ჯერ ერთი, პოპულარულია, თანაც ენერგეტიკის მინისტრობისას თავი ცუდად არ გამოუვლენია, ასე რომ, ვფიქრობ, პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

     

     

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):ვერ გეტყვით, არ მგონია, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართოს. ვფიქრობ, ყველაფერი პირველ ტურში გაირკვევა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter