სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    17.10.2017

    გუშინ "დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში "ლიდერთა საბჭოს" შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 15-მდე პარტიის ლიდერი, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    "ლიდერთა საბჭოში" შემავალმა პარტიებმა უცხოელ სტუმრებს წინასაარჩევნო გარემო გააცნეს. "ლიდერთა საბჭოს" წევრების თქმით, მათ ისაუბრეს ზემოქმედების შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება, გაკეთდა პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა.

    მოახერხებს თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან შექმნილი "ლიდერთა საბჭო" არჩევნების პროცესზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩემი აზრით, საერთოდ, საქართველოში ყველა არჩევნები ისეთი დარღვევით ტარდება და ისეთი რესურსი აქვს მმართველ პარტიას, რომ არავითარ დადებით გავლენას არ მოახდენს ლიდერთა საბჭოს შექმნა. ჩვენთან არც ნორმალური საარჩევნო სიები არ არსებობს. მას არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგი ექნება.

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):მგონი, ვერ მოახდენენ გავლენას. რადგან საკმარისი გავლენა არ აქვთ.

     

     

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): ნებისმიერ არჩევნებზე დამკვირვებელთა მხრიდან უნდა იყოს წესიერი და პატიოსანი შეფასება იმისა, არჩევნების დღეს რა ხდებოდა. მგონი, რომ არსებითი გავლენა ამას არ ექნება, რადგან ყოველ არჩევნებზე ასეთი რამ ხდება.

    მე ამას ძალიან წყნარად ვუყურებ. ვინც არჩევნებზე მიდის, მათ თავიანთი კანდიდატი ჰყავთ და ხმას მისცემენ. ამიტომ არა მგონია, რაიმე დარღვევა მოხდეს.

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):საერთოდ, არჩევნები დემოკრატიული პროცესია და იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც სხვა დროს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება.

    იქნებიან როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. რაც უფრო მეტი საზოგადოების წარმომადგენელი ჩაერთვება ამ პროცესში, ცუდი არ იქნება. მით უფრო გამჭვირვალე იქნება და შეკითხვებიც არ იარსებებს.

    საბჭოც ალბათ იგივე ფუნქციას შეასრულებს. არ ვიცი, ვინ არიან იქ, მაგრამ რადგან მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ცუდი არ არის. როგორც დამკვირვებლები, არჩევნებს გააკონტროლებენ. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter