სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    14.10.2017

    21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს მხოლოდ 2 ტელევიზია - "რუსთავი 2" და "იმედი" ჩატარებს. შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8 საათზე გამოქვეყნდება და არ არის გამორიცხული, რომ სრულიად განსხვავებული მონაცემები დაიდოს.

    არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლებს "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია "ედისონ რისერჩი" ჩაატარებს. ამავე კომპანიამ ეგზიტპოლები 2010 და 2012 წლების არჩევნებზე უკვე ჩაატარა და მისი შედეგები ცესკოს მონაცემებს მეტ-ნაკლებად დაემთხვა.

    ჯერჯერობით უცნობია, "იმედმა" რომელ კომპანიას დაუკვეთა ეგზიტპოლის ჩატარება.

    ენდობით თუ არა ეგზიტპოლების შედეგებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): "არც ადრე და არც ახლა არ ვენდობი ეგზიტპოლების შედეგებს. საერთოდაც, ეს ძალიან მავნე პრაქტიკა მგონია, რადგან ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ეგზიტპოლებით მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით. წინდაწინ აჩვევენ მოსახლეობას, რომ კონკრეტული პარტია გადის პირველ ადგილზე. ამიტომ მის შედეგებს არც ვაქცევ ყურადღებას. თითოეულ ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს, ვის და რისთვის აძლევს ხმას. რა საჭიროა ეგზიტპოლები?!"

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ეგზიტპოლები ხშირად მიახლოებულია იმ შედეგებთან, რაც სინამდვილეში არჩევნების დღეს დგება ხოლმე. ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეგზიტპოლებში ეჭვი შევიტანო.

    "რაც შეეხება კონკრეტულად რომელი ტელეკომპანიის ეგზიტპოლებს ვენდობი, ალბათ უფრო "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებულს, რადგან, როგორც მახსოვს, უფრო თანხვედრილია რეალურ სურათთან."

     

     

     გია ბურჯანაძე მსახიობი): "მე არც ადრე ვენდობოდი და არც ახლა ვენდობი საქართველოში ჩატარებულ რომელიმე კვლევას, მით უმეტეს ეგზიტპოლებს, ვინც უნდა ჩაატაროს ის."

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "რა თქმა უნდა, არ ვენდობი ეგზიტპოლებს. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. არ მგონია, რომ ეს კარგი პრაქტიკა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. არ მესმის, რისთვისაა საჭირო მაშინ, როცა არჩევნები ტარდება და რეალური შედეგი ისედაც ცნობილი გახდება.

    "არ გვინდა ეგზიტპოლები, გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები - ეს არის ჩემი პოზიცია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter