სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    27.09.2017

    "მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა," - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.

    "ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ," - განაცხადა ანა დოლიძემ.

    რაც შეეხება იმას, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანა დოლიძის თქმით, როგორც კი საბოლოო რედაქცია გადაიგზავნება პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღეს. 114 მომხრე, 3 - წინააღმდეგი, - ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები.

    თვლით თუ არა, რომ ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის დოკუმენტია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):რა თქმა უნდა, ეს არის ერთი პარტიის მიერ მიღებული და ძალიან არასწორად მიღებული დოკუმენტი. პირადად ჩემთვის აბსულუტურად გაუგებარია, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

     

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. როგორც არ უნდა მინდოდეს სხვა სურათის დანახვა, ასეა. შეიძლება ძალიან კარგი დოკუმენტია, გათვალისწინებულია ყველას სურვილი და მოსაზრება, მაგრამ ფაქტია, შეთანხმება არ შედგა. კონსენსუსიც, როგორც ოპოზიციური პარტიები ამბობენ, არ გამოვიდა. ამიტომ ალბათ მართებულია, რომ ეს ყველაფერი ერთი პარტიის მიერ არის შემუშავებული, მოწონებული და მიღებული. თუმცა ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი დოკუმენტია. ჩვენ ახლა უნდა ვიცხოვროთ ამ დოკუმენტით და კარგია თუ ცუდი, ამას დრო გვაჩვენებს.

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი):პრინციპში, ასე არ ვთვლი, რადგან ამ კონსტიტუციის განხილვა საჯაროდ მიმდინარეობდა. იყო ინტელექტუალურ წრეებსა და საერთაშორისო ორბიტაზე ამ ყველაფრის განხილვა. საქართველოში არის პარტიული დანაწევრება. არის 20-30 პარტია და ძალიან დიდი ბოდიში, თუ მათ უმრვალესობას უნდა და რაღაც პარტიებს იმის შანსი არ აქვთ, რომ ამ კონსტიტუციით მოხვდნენ პარლამენტში... კარგი რა, უკვე სასაცილოა.

    მე არ ვხედავ ამაში ჩემი უფლებების დარღვევას, ნაციის უმეტესობა ამას ვერ ხედავს. ამას ხედავს დაახლოებით 2-3 ათასი ადამიანი, რომელთაც აუცილებლად უნდათ პარლამენტში მოხვედრა. რა თვითმიზანი ეს არის?! ხელობა არ აქვთ?! ხელობა პოლიტიკოსობა არ არის. ნაციას არ გამოუთქვამს პრეტენზია და მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი ჯანსაღი პროცესია.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი) :ზუსტად თუ გავცემთ პასუხს, ეს ერთი პარტიის მიღებული არ არის. იმ ერთ-ორ მუხლს, რაც მიღებული იქნა, მე აბსულუტურად ვეთანხმები. მე კი არა, ბევრი ეთანხმება, მაგრამ ზოგს რცხვენია, ზოგს ის არ უნდა, რომ სხვას აწყენინოს ამით, ამიტომ ხმამაღლა რომ თქვას, არ შეიძლება და ა.შ. ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დუნდუას   (28.09.2017)
    მლიქვნელობის ეტალონო!!!საჯარო განხილვები და მერე ვენეციის კომისიის განხილვა ეხებოდა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე განხილვას და არავის არც ერთ საჯარო განხილვაზე არ უხსენებია 2024 წელი!!!გაიგე???თუ ვაზელინი გიშლის ამის გაგებას!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter