სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.09.2017

    კონსტიტუციის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ერთი დასკვნა გადმოაგზავნა, შეფასება აზრთა სხვადასხვაობას მაინც იწვევს. ხელისუფლებისთვის ის დადებითია, ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის კი - კრიტიკული შენიშვნებით სავსე.

    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომისიას მრავალი კრიტიკული შენიშვნა აქვს გამოთქმული, თუმცა მთავარი შენიშვნების ხაზი არის ის, რომ ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის მეშვეობით, რომელსაც მივყავართ კონსენსუსამდე.

    "პროპორციული არჩევნების გადავადება იყო მთავარი წინაღობა კონსენსუსის მიღწევისათვის და ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ამხელა რეფორმა განხორციელდეს, იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს პლურალისტური, იმისათვის, რომ სისტემა იყოს აგებული ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთშეკავების პრინციპებზე, არის ის თანხმობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც იწარმოება დიალოგის მეშვეობით," - განაცხადა ანა დოლიძემ.

    შეგახსენებთ, რომ, უმრავლესობის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მესამე მოსმენა და მიღება 26 სექტემბერს იგეგმება.

    ელოდებით თუ არა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კონსტიტუციის ახალ კანონპროექტს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი) :ყველაფრიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი აპირებს, ვეტო დაადოს კონსტიტუციის ახალ პროექტს. შემდგომ ალბათ უმრავლესობა გადალახავს ამ ვეტოს. მაგრამ თვითონ ეს ფორმატი მე არ მომწონს. კონსტიტუცია არ არის რაღაც ნორმატიული აქტი და ამაზე კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის.

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): პრეზიდენტის ვეტოები უკვე კომიკურ ელფერს იძენს, რადგან არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს ამას. უმრავლესობას თავისუფლად შეუძლია ყველა ვეტოს დაძლევა, ამიტომ არ ვიცი, შეიძლება დაადოს, მაგრამ შედეგი, სამწუხაროდ, ის იქნება, რაც საბოლოოდ უმრავლესობას სურს.

     

     

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ჯვფიქრობ, რომ ვეტოს დაადებს, თუმცა აბსოლუტურად უშედეგო იქნება მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. უმრავლესობა თავისუფლად დაძლევს ამ ვეტოს.

     

     

     

     

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): გამიჭირდება პასუხის გაცემა. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ ვარ საქმის კურსში და ნამდვილად არ ვიცი, რას გადაწყვეტს საბოლოოდ ეს კაცი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter