სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    20.09.2017

    საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და, შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია ნათქვამი.

    დოკუმენტში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნესაქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

    კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი უმრავლესობიდანაა. მათგან ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივებს 3 დეპუტატი ფლობს.

    რაც შეეხება კანონდარღვევას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი. ამასთან, "განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად," - ნათქვამია განცხადებაში.

    გჯერათ თუ არა, რომ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები მათ რეალურ ქონებას ასახავს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ნაკლებად დასაჯერებელია, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უნდა გქონდეს, რომ ვინმე დაადანაშაულო და იმსჯელო ამაზე.

     

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):ალბათ, მთლიანად არ ასახავს. ზოგიერთ შემთხვევაში გადამეტებულია, ზოგჯერ კი სრულად არ ასახავს.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):მოკლედ გიპასუხებთ, არ მეჯრა და ვფიქრობ, ამას ახსნაც არ სჭირდება, თუ რატომ.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):რა თქმა უნდა, არ მჯერა. მეტს ვერაფერს დავამატებ.

    გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, არ მჯერა. ჩვენ გვყავს პარლამენტი, ფაქტობრივად, კორუფციონერების მთელი არმიით. განსაკუთრებით "ქართული ოცნება" მყავს მხედველობაში. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგებებისა და შეთანხმებების გაერთიანება. რად უნდა ამას დიდი ფიქრი და მსჯელობა?!

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (20.09.2017)
    ბ- ო გია! სისმოვნებით ვიმეორებ თქვენს სიტყვებს ; "რა თქმა უნდა, არ მჯერა. ჩვენ გვყავს პარლამენტი, ფაქტობრივად, კორუფციონერების მთელი არმიით. განსაკუთრებით "ქართული ოცნება" მყავს მხედველობაში. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგებებისა და შეთანხმებების გაერთიანება. რად უნდა ამას დიდი ფიქრი და მსჯელობა?!" მაინტერესებს ამ ქოცების მხარდამჭერები, ფულზე გაყიდულები, ასე ტვინგადაგლესილები როგორ არიან???????????


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter