სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    18.09.2017

    საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს, რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა.

    "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის პირად რეზიდენციაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.

    უცნობია, დაჰკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გიორგი ანდრიაძე ან შორენა თეთრუაშვილი. სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებს ჰქონდათ.

    რამდენად დამაჯერებელია ინფორმაცია, რომ ტერორიზმში ბრალდებულები პატრიარქის რეზიდენციაში იმალებოდნენ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადების ცნობილ წევრებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ოხანაშვილი ახლა საქართველოში არც იმყოფება. როგორც ვიცი, გერმანიაშია. ამასთან, მან რაც თქვა, ეს მისი პასუხისმგებლობაა და მე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის სარწმუნო წყარო ნამდვილად არ არის.

    "ზოგადად, მთელმა პროცესმა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ბევრი ეჭვი დატოვა. ადამიანს, რომელსაც რეალურად არაფერი ჩაუდენია, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორ შეიძლება ადამიანს კლავდე და სამ წელზე მეტს არ აძლევდე და მაშინ, როცა არავინ მომკვდარა, 9 წლით დაიჭირო?!

    "ამასთან, არავის დავურწმუნებივართ, რომ მას ნამდვილად უნდოდა ვინმეს მოკვლა. ეს ყვეფერი ბურუსით მოცული საქმეა."

     ნუცა ჯანელიძე მუსიკოსი): "საპატრიარქო და პატრიარქი ზოგადად ყველასია, ცუდის მფარველიც და კარგისაც. თავად პატრიარქიც ამბობს, ცოდვილი ადამიანიც მისი შვილია და ნაკლებცოდვლიც. თუმცა, არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად სანდო და სწორია. რაღაც მტკიცებულება ხომ უნდა არსობობდეს... კი თქვა, მაგრამ ამას გარკვევა სჭირდება."

     

     

     

     ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი):  "ჯერ ერთი, ვერ გავიგე, რა კავშირშია ე.წ. ციანიდის საქმესთან ინფორმაცია, თუ ვინ სტუმრობდა საპატრიარქოს.

    "მეორე, პირადი დაცვის თანამშრომლებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ დაწერილი ინსტრუქციების, არამედ დაუწერელი კოდექსის შესრულება. კიდევ ბევრი რამ აქვს ნანახი და იქნებ მოგვიყვეს, რა ზომის ფეხსაცმელი აცვია პატრიარქს, თორემ არ მოჩანს.

    "მესამე, ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჟურნალისტებს, მოეთხოვებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე მსგავსი საფრთხის შემცველი ინფორმაციების გავრცელების გამო. რაც შეეხება ინფორმაციას, არც ჩვენი სახელმწიფო, არც მისი სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტები ტერორისტებს არ იფარებენ."

     ლელა ოჩიაური (ხელოვნებათმცოდნე): "რა თქმა უნდა, მიჭირს ამის დაჯერება. საერთოდ, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ამ ტერიტორიაზე, ტერორიზმში ბრალდებული ადამიანები და საერთოდ, საერთაშორისო დამნაშავეების შეფარება ძნელი დასაჯერებელია, მით უმეტეს - ტერორისტებისა, რომლებსაც ეძებენ.

    "შესაძლოა, ეკლესიამ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი ადამიანები შეიფაროს, ასეთი შემთხვევები ვიცით, მაგრამ ასეთი მძიმე დანაშაულის მქონე პიროვნებების შეფარება დაუშვებელია.

    ამასთან, როცა არსებობს ასეთი ინფორმაცია და არის მოწმე, აქ ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი რეალურია. თუმცა, ჩემთვის ასეთი რამის დაჯერება რთულია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (20.09.2017)
    სალუქვაძეს! შენ რომ გისმინოს კაცმა, ის რუსი ჯაშუშები, ქოცების მიერ განთავისულებულები, ნამდვილად პოლიტპატიმრები იყვნენ! იმიტომ მიდის საქართველოს საქმე კარგად, შენისთანა გენერლები რომ ჰყავს! მეცოდები!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter