სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    15.09.2017

    "ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხებია სხვადასხვა სფეროში, მომსახურების სფეროში, რომელიც არ კონტროლდება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გრიგოლ მიქელაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

    "ეს ორგანიზაცია არის პარლამენტისა და ქვეყნის ხერხემალი. როდესაც მან აქ ანგარიში ჩაგვაბარა და პარლამენტში ანგარიშით მოვიდა, მე ვერ დავინახე, რომ აუდიტის სამსახურმა რომელიმე უწყებაში რაიმე სერიოზული დარღვევა გამოავლინა, გამოვლენის შემდეგ ეს გადასცა შესაბამის ორგანოებს. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია ამ დარღვევებს. არადა, ჩვენ ვხედავთ, გვესმის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სამინისტროებში არასწორად იხარჯება - უზარმაზარი თანხები სხვადასხვა სფეროში, მომსახურების სფეროებში, რომელიც არ კონტროლდება. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს, თქვენი განწყობა არის დამრიგებლობითი. ზოგჯერ გამოდის: - მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო - თუ არ გამკაცრდა და თუ კანონი არ გაძლევთ უფლება-მოვალეობების გატარების საშუალებას, თქვენ წინადადებით უნდა შემოხვიდეთ! სხვანაირად როგორ გაკონტროლდეს ეს სამინისტროები?!" - მიმართა მიქელაძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი მექვაბიშვილს.

    თქვენი აზრით, სამინისტროებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სწორად იხარჯება თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რადგან ქამრის შემოჭერაა, ეს სამინისტროებსაც უნდა შეეხოს. არ შემიძლია გითხრათ, რომელი უწყებისთვის რა თანხაა გამოყოფილი, თუმცა ეს ყვლაფერი ძალიან გამჭვირვალე რომ უნდა იყოს, ვიცი. ამდენი ტყე დაიწვა, რადგან არაფერი გაკეთდა, ფული არ დაიხარჯა იმაში, რომ შეძენილი ყოფილიყო შესაბამისი ინვენტარი, და ტექნიკა. შემიძლია გითხრათ, ბიუჯეტის სახსრები მიზანმიმართულად უნდა იხარჯებოდეს.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ალბათ, არ არის ოპტიმალური ხარჯი. სამინისტროების შედეგი ყველგან ერთნაირი არ არის. ზოგ უწყებაში ხარჯები უფრო თავისუფლად იხარჯება, ზოგში - უფრო მომჭირნედ. ეს ძნელი საპასუხოა, თუმცა ზოგადად ცხადია, რომ შტატები გაბერილია და ფუნქციები ნაკლებად სრულდება.

     

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე მუსიკოსი):მგონი, ცოტა გარღვევა უნდა იყოს. ზოგიერთი სამინისტრო ვერ ითვისებს და უკან აბარებს. ამას სჯობს, რაიმე ღონისძიება ჩაატარონ ან ვინმეს გადაურიცხონ, ან რაიმე შედეგიანი გააკეთონ.

     

     

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრ რამეში უნდა იყო ჩახედული. ზოგადად არსებობს დიდი ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ სწორად არ ხდება, სამწუხაროდ, ეს მოსახლეობაში გამჯდარი ეჭვია. თუნდაც, სოფლის მეურნეობაზე იმდენი ფული დაიხარჯა, რაღაც თვალსაჩინო შედეგი მაინც უნდა ყოფილიყო. როცა გადის 3-4-5 წელი, შედეგი უნდა იყოს. თუმცა როცა დრო გადის და ადამიანი შედეგს ვერ ხედავს, ჩნდება ეჭვი, რომ რაღაც ან სწორად არ იხარჯება, ან არ იგეგმება, ან მუშაობის პროცესი არ არის სწორად ორგანიზებული.

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არა. რასაც ვხედავ, ეს არის პრემიებსა და დანამატებში დახარჯული ფული და მთელი ის უმსგავსობა, რის გამოც ქვეყანას ასე უჭირს. ამიტომ რეალურად ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ამ "ქოცობის" პერიოდში რამე სამართლიანად ხდება. დღეს უმძიმეს პერიოდში ვართ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (15.09.2017)
    ბ-ო გია, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა, თქვენი სულიერი სიკაშკაშისა და ადამიანობის გამო, რომლისთვისაც სიმართლე და ჭეშმარიტებაა ყველაფრის განმსაზღვრელი, გაგიმარჯოთ!

    li   (15.09.2017)
    ნუცა,რა სამარცხვინო და ამაზრზენი ცუციკი ყოფილხარ, გიყურებდი ინგასთან და ვვფიქრობდი, სად მოძებნის, რომელ ჭაობში ინგა ასეთ ტვინგადაბრუნებულ ხალხს, ამ ქალის ადგილი საგიჟეთშია, სადაც დრელთან ითამაშებს ეს საოცრად სულიერად დეგრადირებული არსების მსგავსი ტიპაჟი! სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ბინძურ ჭორებს აყოლილი , ტვინგადაგლესილები, უაზრო ბრბო ძალიან ბევრია! სწორედ ამიტომ ვერ შეეგუენ მიშას, რომლის უმთავრეს პრინციპს კანონი , შრომა, კრიმინალებთან ბრძოლა და ქვეყნის მშენებლობა წარმოადგენდა! ასეთ ტურტლიანებს ტალახში წოლა ურჩევნიათ! ალბათ ამიტომაც ჭირს ამ ქვეყანაში ცხოვრება, რის გამოც ღირსეული ახალგაზრდები და საქმის გამკეთებლები გარბიან, ნუცასნაირი ჭორის გამავრცელებლები და არაფრის მაქნისები ყელყელაობენ> ამათი სახსენებელიც არ უნდა იყვეს მომავლის საქართველოში.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter