Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 62

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 62
შეძლებენ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევას?
გვანცა ღვედაშვილი
16.08.2017

მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი - საკონსტიტუციო რეფორმა. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვა, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვაც. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი," - განაცხადა თალაკვაძემ.

შეძლებენ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 გია ბუღაძე(ფერმწერი): მოვისმინე ამ პატარა ბიჭის საუბარი და შეთავაზება არც ყოფილა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. ეს არის ჩვეულებრივი სოფისტიკა, რათა სალაპარაკო თემა ჰქონდეთ ვენეციის კომისიასთან. ეს არაფერი არ არის, ისეთივე აბსურდულად დამთავრდება ეს შეხვედრაც, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში.

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):ვფიქრობ, ვერ მოხდება შეთანხმება, რადგან ხელისუფლებას მყარი პოზიცია აქვს და დათმობას არ აპირებს. ეს იქნება უბრალოდ წლის ნაყვა და მეტი არაფერი.

 

 

 

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):ვფიქრობ, შეთანხმებას მიაღწევენ. პრაქტიკულად, სხვა გზა არც აქვთ, გარდა იმისა, რომ კონსენსუსს მიაღწიონ, სხვანაირად არაფერი გამოვა.

 

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):მეეჭვება, შედეგის მომცემი იყოს ამ ეტაპზე მოლაპარაკება, რადგან ხელისუფლებას აქვს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია და სურვილი, რომ ოპოზიციამ დათმოს. ოპოზიციის მდგომარეობაც გასაგებია, ისინი სუსტად არიან წარმოდგენილნი და ამის გამართლება უნდათ იმით, რომ თურმე მაჟორიტარული არჩევნები არის დამანგრეველი. ამერიკაში რომ არის მაჟორიტარული არჩევნები, რა ვქნათ?!

ეს მდგომარეობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ხელისუფლებაც ეძახის მოლაპარაკებაზე და ეთამაშება ოპოზიციას, ისინი კი ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერს თმობს და თავიანთ უსუსურობას ამით ფარავენ, რომ არ არის ისეთი კანონი, როგორიც უნდა იყოს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×