სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუდიო–ინტერვიუ
    01.01.1970

    საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებაა და ეს დაპირისპირება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ ვინ იყრის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს - მედვედევი თუ პუტინი.

    რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც მოსკოვის მახლობლად, ვნუკოვოში ჩატარდა, მედვედევმა საჯაროდ გააკრიტიკა პუტინის მთავრობა და ეკოლოგიის კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაუწუნა.

    აბაშიძის თქმით, მედვედევსა და პუტინს შორის აზრთა სხვადასხვაობა სააშკარაოზე არაერთხელ გამოსულა. მედვედევს პუტინისგან განსხვავებით, ქვეყნის მოდერნიზაცია სურს და ამის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას მიიჩნევს. მაგრამ როგორც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, მედვედევს იმის ძალა არ ჰყოფნის, რომ დაჯაბნოს საპირისპირო ბანაკი, რომელსაც პუტინი უდგას სათავეში.

    გთავაზობთ აუდიო ინტერვიუს ზურა აბაშიძესთან.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter