Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
უნდა გაიხსნას თუ არა ახალი რუსულენოვანი არხი?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    13.02.2016

    საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე, მთავრობის შიგნით აქტიური საუბრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპაშიც გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანი რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევაა.

    რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენად ეფექტური იქნება რუსულენოვანი არხის შექმნა, ამ თემაზე ექსპერტთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად მხოლოდ რუსულენოვანი ტელევიზიის შექმნა საკმარისი არ იქნება, ნაწილის აზრით კი, თავის დროზე, არც ტელეკომპანია "პიკ"-ი უნდა დახურულიყო.

    ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ რუსული, არამედ ზოგადად უცხო გავლენების წინააღმდეგაა ბრძოლა საჭირო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია "პიკ"-ის მუშაობა არ უნდა გაეჩერებინა და მხოლოდ შინაარსი უნდა შეცვლილიყო. ექსპერტის განცხადებით, ახალი არხია შესაქმნელი, რომელიც იქნება კულტურული, ნაკლებ პოლიტიკური, მაგრამ ინფორმაციული.

    "რუსული არხი საშუალებას მოგვცემდა ჩვენი სათქმელი გაგვეტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

    ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად მხოლოდ რუსულენოვანი არხის შექმნა საკმარისი არ იქნება, რადგან საქართველოში რუსული პროგაპაგანდა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, გაზეთებით თუ ტელეარხებით და ჯერ ამის მოგვარებაა საჭირო.

    უნდა შეიქმნას თუ არა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი ტელეარხი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ჩემი აზრით, ჯერ მარტო იმიტომ უნდა შეიქმნას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადგილობრივი საუბრობს რუსულ ენაზე და მათაც ხომ უნდა იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში. რაღა რუსული გამოცემებიდან შეიტყონ?!

    "გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია, იქნება გაჭრას ამ გზამ და მათაც გაუთბოს გული და სული, იქნებ რაღაც გამოვიდეს."

     

     მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "ჩემი აზრით, არც ის უნდა გაუქმებულიყო, რაც იყო. იდეაში, ახალი უნდა შეიქმნას, მაგრამ როდის მოებმება ამას თავი, ცალკე საკითხია.

    "რაღაც მექანიზმი, ფაქტია, უნდა არსებობდეს, ეს იქნება ახალი ტელევიზია, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ან რომელიმე სხვა ტელევიზიის ბაზაზე შექმქნილი არხი. რაღაც უნდა მოხერხდეს... საჭიროა."

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "მე ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება ურიგო ამგვარი ტელეარხის შექმნა, ოღონდ არა იმ პრაქტიკის გათვალისწინებუთ, რაც "პიკ"-ის შემთხვევაში იყო. ჩვენ გვახსოვს, რომ სიხშირის წართმევისა და ძალიან დიდი თანხები ხარჯზე მოხდა მისი შექმნა. მაგრამ რეალურად, თუკი ადეკვატური დაფინანსების ფარგლებში იქნება, ვფიქრობ, მაინც პოზიტიურია ამგვარი არხის არსებობა, რადგან რუსული პროპაგანდა აქტიურია და მასთან ბრძოლა საჭიროა."

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  "აუცილებლად უნდა შეიქმნას. მე ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ჩვენს მოსახლეობას უფრო ინფორმირებულს გავხდით და სიმართლეს ადვილად გავაცნობთ. რუსულენოვანი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდია საქართველოში, ძირითადად უყურებს რუსულ არხებს და რუსულ არხებზე როგორი პროპაგანდა მიმდინარეობს, ყველამ კარგად ვიცით.

    "რუსულ პროპაგანდას კიდევ როგორ უნდა დაუპირისპირდე, თუ არა რუსულენოვანიო არხით?!"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    nana   (13.02.2016)
    მაინც რუსულ წყაროებიტ გადაინ ჩუმად ჯობია გახსნა

    nana   (13.02.2016)
    მაინც რუსულ წყაროებიტ გადაინ ჩუმად ჯობია გახსნა

    nana   (13.02.2016)
    მაინც რუსულ წყაროებიტ გადაინ ჩუმად ჯობია გახსნა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×