 აშშ ავღანეთში გადამწყვეტ შეტევაზე გადადის(30.07.2010)რენიუსი ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში გადამწყვეტ შეტევაზე გადადის, რამაც უნდა გადაწყვიტოს მთელი 9-წლიანი კამპანიის ბედი. სპეციალურად საიმისოდ გამოყოფილია 37 მილიარდი დოლარი, რომელითაც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციები დაფინანსდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის კანონს. სტრატეგიული გეგმის მიხევით აგვისტოში იწყება დიდი შეტევა სამხრეთ ავღანეთზე, რომელიც თალიბანის მთავარ პლაცდარმად ითვლება. |  მედვედევმა რუსეთში ხანძართან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტრო ჩართო(30.07.2010)ინტერპრესნიუსი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთში ხანძართან ბრძოლაში ჩართვა თავდაცვის სამინისტროს უბრძანა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება . კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ძალები ცენტრალურ რუსეთში ხანძრების შედეგებთან ბრძოლაში ჩაერთვებიან. მედვედევმა ხანძრების შედეგების ლიკვიდაციის დავალება ასევე მისცა პრემიერ ვლადიმერ პუტინს.
ნიჟეგოროდის ოლქში მყოფ პრემიერთან სატელეფონო საუბარში მედვედევმა განაცხადა, რომ ვითარება მართლაც მძიმეა და ამგვარი პრობლემების სწრაფად მოგვარება შეუძლებელია.
"დიდი სამშენებლო სამუშაოები მოგველის. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა დროულად მივიდეს რეგიონებამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხალხი დროებით საცხოვრებელ ადგილებზე განვათავსოთ, რადგან მუდმივ საცხოვრებელს სწრაფად ვერ შევქმნით", - განაცხადა მედვედევმა.
ტყის ხანძარი ცენტრალური რუსეთის 14 რაიონში მძვინვარებს. ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია. |  ტყის ხანძრებმა რუსეთში 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა(30.07.2010)ინტერპრესნიუსი ტყის ხანძრების გამო რუსეთში 10-მდე ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 900-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი . "რია ნოვოსტის~ ცნობით, ყველაზე მეტი სახლი ნიჟეგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში დაიწვა.
ნიჟეგოროდის ოქლის სოფელ კავლეიში მხოლოდ დღეს 25 სახლი განადგურდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნიჟეგოროდის ოლქში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსული სააგენტოების ცნობით, პუტინი თათბირს გამართავს, რომელსაც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა უწყებათა ხელმძღვანელები დაესწრებიან.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობას დაავალა, სასწარფო დამატებითი ზომები მიიღონ ხანძრის ჩაქრობისთვის. მან, ასევე, გასცა განკარგულება დაზარალებულებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ხანძრის ლოკალიზებას 30 სხვადასხვა ადგილზე ცდილობენ. ხანძარი მძვინვარებს ვორონეჟის, მოსკოვის, რიაზანის ოლქებში. ასევე - ვლადიმირის, ივანოვოს, პენზეს, ტვერის, როსტოვის, უდმურტიის, მორდოვიის ოლქებსა და კომის რესპუბლიკაში. რუსული სააგენტოების ცნობით, ყველაზე სერიოზული ვითარებაა ნიჟეგოროდის და ვორონეჟის ოლქებში. ამასთან, უწყლობის გამო რუსეთის 27 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. |  "თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე შეუძლებელია"(29.07.2010)რენიუსი "თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში ამ ეტაპზე შეუძლებელია" - ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერვალემ თავის თურქ კოლეგა ახმედ დავუთოღლუსთან ისთანბულში შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ ყველანაირად დაინტერესებულნი ვართ, რომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც თურქეთია, ორიენტირებული იყოს ევროპაზე და მოლაპარაკებები ამ ქვეყანასთან პატიოსნად, საიმედოდ და საქმიანად უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია" - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. |  აზერბაიჯანმა რუსეთისაგან მრისხანე იარაღი შეიძინა(29.07.2010)რენიუსი აზერბაიჯანი რუსეთისაგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს "სი 300"-ის ორ კომპლექტაციას შეისყიდის - კონტრაქტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და რუსულ "როსობორონექსპორტს" შორის ჯერ კიდევ შარშან გაფორმდა და მისი შესრულება უახლოეს 2 წელიწადშია დაგეგმილი.
ექსპერტების აზრით ეს არის ყველაზე ძვირფასი და თანამედროვე იარაღი, რომელიც კი რომელიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანას შეუძენია. აზერბაიჯანმა ამ მრისხანე იარაღში 300 მილიონი დოლარი გადაიხადა. |  სომხურმა არმიამ აზერბაიჯანს ცეცხლი გაუხსნა(29.07.2010)რენიუსი სომხურმა არმიამ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა - ავტომატური იარაღიდან და ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ ნოემბერიანსკის რაიონის სოფელ ვოსკეპარიდან, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სოფელ აშაგი ასკიპარას მიმართულებით, რომელიც გაზაღსკის რაიონში მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანულმა არმიამ გახსნა საპასუხო ცეცხლი, რის შედეგადაც ბრძოლა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. |  აშშ-ში მორიგი რუსი ჯაშუში დააკავეს(28.07.2010)ინტერპრესნიუსი აშშ-ში მორიგი რუსი ჯაშუში დააკავეს. ნიუ-იორკის აეროპორტში ახალგაზრდა რუსი გოგონა დააკავეს, რომელსაც ქვეყნიდან სამხედრო მოწყობილობა გაქონდა . The New York Post– ის ცნობით, აშშ-ს მოქალაქე ანა ფერმენოვა რუსეთში ღამის ხედვის მოწყობილობის გატანის მცდელობისთვის დააკავეს.
24 წლის ჯაშუში ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში 15 ივლისს დაუკავებიათ. მოწყობილობა, რომლის გატანასაც ჯაშუში ამერიკიდან ცდილობდა, აშშ-ს შეიარაღების ნუსხაში შედის. იმისათვის, რომ ასეთი მოწყობილობა ქვეყნიდან გავიდეს საჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული ნებართვა, რომელიც ფერმენოვას არ ჰქონდა.
გაზეთის ინფორმაციით, მარტში ფერმენოვა მოსკოვის რეისზე ჩაჯდომისას დააკავეს და შაშხანაზე დასამაგრებელი 15 ათას დოლარიანი ღამის ხედვის სამი მოწყობილობა აღმოუჩინეს, რომელიც, ფერმენოვას მტკიცებით, ინტერნეტით შეიძინა. გაზეთის ინფორმაციით, მაშინ სამივე მოწყობილობა ამოღებულ იქნა, ხოლო განათლებით კოსმეტოლოგი გოგონა, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, პირობით გაათავისუფლეს.
პირობის თანახმად, ფერმენოვას აშშ-ში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებდნენ. ოთხი თვის შემდეგ ფერმენოვა მაინც დაბრუნდა აშშ-ში, სადაც დაცვის ქვეშ აიყვანეს. ამ დროისთვის რუსი ჯაშუში დალასთან ახლოს შინა პატიმრობაში იმყოფება. მას პასპორტი ჩამოართვეს. თვის ბოლოსთვის კი ნიუ-იორკში ჩაიყვანენ, სადაც სასამართლო პროცესი ელის.
ფერმენოვას ბრალი ედება "აშშ-დან სამხედრო მოწყობილობის შეგნებულ და მიზანმიმართულ გატანაში". გარდა ამისა, ბრადლების დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსმა გოგონამ აღიარა, რომ სამხედრო მოწყობილობაზე სერიული ნომერი და სხვა ამოსაცნობი ნიშნები წაშალა. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, ფერმენოვას ღამის ხედვის მოწყობილობა მეუღლისთვის უნდა ეჩუქებინა, რომელსაც მისი გამოყენება ნადირობის დროს სურდა. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|