 ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "საბა" გურამ დოჩანაშვილს გადაეცა(05.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა მწერალს გურამ დოჩანაშვილს.
"ჩემთვის ძალიან მაღალი პატივია ეს ჯილოდ, რადგან ეს ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის განვითარებაში. მათ გვერდში ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობაა. ვეცდები გავამართლო ეს დიდი პატივი", _ აღნიშნა დოჩანაშვილმა.
თიბისი ბანკში ლიტერატურულ კონკურს "საბას" მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა ზვიად რატიანის "ნეგატივი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად _ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო რომანად ნაირა გელაშვილის - "პირველი 2 წრე" ("კავკასიური სახლი") აღიარეს; წლის საუკეთესო დებიუტად მაკა ლდოკონენის - "ქიშმიშიანი ამბები" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პიესად თამარ ბართაიას - "მთავარი როლი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო თარგმანად _ მანანა ღარიბაშვილის გაიუს ვალერიუს კატულუსი - "ლექსების წიგნი", ("ლოგოსი"), წლის საუკეთესო კრიტიკად, ესეისტიკად და დოკუმენტური პროზად ზურაბ ქარუმიძის - "ჯაზის ცხოვრება" ("სიესტა").
გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლბაში იყვნენ რისმაგ გორდეზიანი, თეონა დოლენჯაშვილი, გურამ ოდიშარია, გიორგი ლბჟანიძე, ირაკლი ჯავახაძე ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 39 საუკეთესო მოხვდა.
|  ირმა ნიორაძე “შეჰერეზადას” პრემიერაში იცეკვებს(22.05.2010)ინტერპრესნიუსი ირმა ნიორაძე “შეჰერეზადას” პრემიერაში იცეკვებს. მარიის თეატრის პრიმა ბალერინა 25 მაისს რუსთაველის თეატრში “შეჰერეზადას” საპრემიერო ჩვენებაში მთავარ პარტიას შეასრულებს.
იგი იცეკვებს, ასევე, საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ გალაკონცერტში.
“შეჰერეზადას” პრემიერა ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში იმართება. ფესტივალი 27 აპრილს დაიწყო და 28 მაისის დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ქონდა ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტებს, ასევე ზეპირსიტყვიერების საღამოებს და ფერწერის გამოფენებს დასწრებოდა. ფესტივალი “ქართული სული” 2004 წლის გაზაფხულიდან, ყოველწლიურად იმართება. |  აღმოაჩინეს ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია(22.05.2010)ჯი-ეიჩ-ენი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მიმართულების დოქტორანტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო სტიპენდიანტის, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ აღმოჩენილ იქნა თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია.
დოკუმენტი, რომელიც შეადგენს 15 გვერდს და დაცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს არქივში. ცნობილმა მსახიობმა თავის მემუარულ ჩანაწერებს "ჩემი ავტობიოგრაფია" უწოდა და იგი შესრულებულია კალმით, საბჭოთა 12 ფურცლიან სასკოლო რვეულში, რომელიც პირველადი კვლევის საფუძველზე 1951 წლით თარიღდება.
მსახიობის ავტობიოგრაფია სცილდება ჩვეულებრივი, სქემატური ავტობიოგრაფიის ფორმას, იგი ესეისტიკის ჟანრს განეკუთვნება და მემუარული ლიტერატურის ელემენტებსაც შეიცავს. ასეთი პრეცედენტი "სობესის" არქივში იშვიათია.
აღმოჩენილი ავტობიოგრაფია შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას არა მხოლოდ მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, არამედ საბჭოთა პერიოდის ქართულ თეატრზე, პოლიტიკუ-სოციალურ მდგომარეობაზე.
ვასო გოძიაშვილის მიერ შექმნილი მემუარულ ლიტერატურას ქართული საზოგადოებრიობა არ იცნობს. გარდა მსახიობის მოგონებების ფრაგმენტებისა, რომელიც 7 ნაბეჭდ გვერდს შეადგენს და გამოქვეყნდა თეატრმცოდნის, გუბაზ მეგრელიძის მიერ ჟურნალში "თეატრალური მოამბე" (1989; #1) ასევე ვ. გოძიაშვილი ავტორია სტატიისა "მადლიერების გრძნობით", რომელიც სანდრო ახმეტელს ეძღვნება. (ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1977).
ლეგენდარული მსახიობის სხვა "წერილობითი მემკვიდრეობა" დღემდე უცნობი იყო მკვლევართა და ფართო საზოგადოებისათვის. ვ. გოძიაშვილის ავტობიოგრაფია კარგად ხატავს არა მხოლოდ ეპოქის სურათს, არამედ საკუთარ პორტრეტს. მასში მოყვანილ ფაქტების ანალიზს ეტყობა იუმორის, ირონიისა და თვითირონიის კვალი, ჩადენილი არტისტული "ცოდვების" გულწრფელი აღიარება. სწორედ ამის გამო, ვასო გოძიაშვილის შემოკლებულ (შემოკლებულ ვარიანტზე თავად ავტორი მიუთითებს ხელნაწერის დასაწყისში) ავტობიოგრაფიას პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ "მსახიობოს სოციალურ-პოლიტიკური ესსე".
ხელნაწერი საინტერესოა წარსული საბჭოთა ეპოქის გააზრებისთვის. თუ როგორი იდეოლოგიური წნეხის და მკაცრი ცენზურის ქვეშ ცხოვრობდა "საბჭოთა მოქალაქე", რამდენად დავალებული და იძულებული იყო ის ემოქმედა კონიუკტურის სრული დაცვით.
ვასო გოძიაშვილი ამ ვითარებაშიც არ ღალატობს საკუთარ თავს და ირონიაშერეული იუმორის თანხლებით გვიყვება მისი ცხოვრების პოლიტიზირებულ თავგადასავალს. ასეთი მემუარული ლიტერატურა ქართველ მსახიობთაგან მხოლოდ უშანგი ჩხეიძემ და აკაკ ვასაძემ შექმნეს, რომელიც ქართული მემუარული მწერლობის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. |  ზურაბ წერეთელი ნიკოლა სარკოზიმ დააჯილდოვა(11.05.2010)რენიუსი ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი საფრანგეთის უმაღლეს ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენს მიიღებს. საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარს დაჯილდოების შესახებ თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წერილით აცნობა: "ეს ავტორიტეტული ჯილდო, რომლის თქვენთვის მინიჭებაც მე გადავწყვიტე, არის მადლიერების გამოხატულება საფრანგეთის წინაშე დამსახურებებისა და ერთგულების გამო" - ნათქვამია სარკოზის გზავნილში. საფრანგეთში ზურაბ წერეთლის მიერ არაერთი სკულპტურაა შექმნილი, მათ შორის ონორე დე ბალზაკისა და რომის პაპის იოანე პავლეს ქანდაკებები, ხოლო მოსკოვში დგას მის მიერ შექმნილი გენერალ შარლ დე გოლის სკულპტურა. |  თეატრში "ათონელზე" დღეს სპექტაკლის “აგვისტოს სიგიჟე” პრემიერა გაიმართება(07.05.2010)ინტერპრესნიუსი თეატრში "ათონელზე" დღეს სპექტაკლის “აგვისტოს სიგიჟე” პრემიერა გაიმართება.
პიესის ავტორი და რეჟისორია ნინო ბასილია. “აგვისტოს სიგიჟე” ტრაგიკომედიაა, რომელშიც მოთხრობილია სამი ამბავი ომსა და სიყვარულზე. პიესა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აგვისტოს ომსა და რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტების ყოფას ეხმაურება.
პიესა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. პირველ ნოველაში გადმოცემულია ქართველი, ახალგაზრდა ემიგრანტი მამაკაცის ტრაგიკომიკური ყოფა რუსეთში, რომელიც უსაბუთოდ ცხოვრობს მოსკოვში და სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას თითქმის სიგიჟემდე მიჰყავს.
მეორე ნოველაში აგვისტოს ომგამოვლილი ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. მესამე ნოველა კი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგად თავის მოკვლას ცდილობს. |  ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს(03.05.2010)ინტერპრესნიუსი ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის თურქეთში ვიზიტის დროსაც.
გარდა ამისა, საუბარია კიდევ ორი ტაძრის აღდგენაზე და, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები დარჩენილ ორ ტაძართან დაკავშირებითაც გაიმართება.
ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ აღდგენილ ტაძრებში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება.
“თურქულ და ქართულ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამი ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საუბარი იყო გრიგოლ ვაშაძის თურქეთში ვიზიტის დროსაც. შედგა მოლაპარაკება. ოშკზე ჩატარდება აზომვითი სამუშაოები რომელიც ქართული მხარის მონაწილეობით. იმედი გვაქვს, რომ დანარჩენ ორ ტაძართან დაკავშირებითაც მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ |  მთაწმინდაზე ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი გაკეთდება(26.03.2010)ინტერპრესნიუსი მთაწმინდაზე ნიკო ფიროსმანის სიმბოლური საფლავი გაკეთდება.
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მხატვრის გამოსახულებით ფრესკა დაიდგმება, რომელიც მხატვარ გია გურასპაშვილის მიერ შეიქმნა. მემორიალის გახსნა 7 აპრილს იგეგმება.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, ფიროსმანის საფლავი უცნობია. ამდენად, მიიღეს გადაწყვეტილება მთაწმინდაზე მისი სიმბოლური საფლავი არსებობდეს.
მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უკვე არსებობს მწერალ ივანე მაჩაბელის სიმბოლური საფლავი. ასევე, 1937 წლის რეპრესიების შედეგად დაღუპული კულტურის მოღვაწეთა მემორიალი.
ნიკო ფიროსმანი 1918 წელს გარდაიცვალა. მისი ხელოვნება მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილია. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|