 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გულის ხელოვნული მასაჟის აპარატები დამონტაჟდება(22.07.2010)ინტერპრესნიუსი დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეფიბრილატორები - გულის ხელოვნული მასაჟის აპარატები დამონტაჟდება . პროექტის პრეზენტაცია ხუთშაბათს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სამინისტროში გამართა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ასევე ქართული კომპანია "გეომედიკას" წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული აპარატის საჩვენებელი მოდელი სამინისტროს გადასცეს.
კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ლომსაძის განცხადებით, ეს აპარატი ამერიკული კომპანია "ზოლის" წარმოებისაა და განკუთვნილია არაკვალიფიციური მომხმარებლისთვის. ნებისმიერ პირს შეეძლება გულის დაავადებების მქონე პაციენტს პირველადი დახმარება გაუწიოს.
ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით კი, აპარატი საზოგადოებრივი თავშეყრის დაგილებსა და დაწესებულებებში დაიდგმება. ჯერჯერობით პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 50 ცალი ასეთი აპარატის შემოტანა. შემდეგ კი, რაოდენობას საჭიროების მიხედვით განსაზღვრავენ. მსგავსი რამ აქამდე საქართველოში არ არსებობდა. ასეთი დახმარების გაწევა ხდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში. ამდენად, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ აპარატის მეშვეობით გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდება.
აპარატი ხმოვან ფრაზებს – სიგნალებს გამოსცემს და იძლევა მითითებებს საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ უნდა მოახდინონ მისი გამოყენება და პაციენტისთვის დახმარების გაწევა. ეს ფრაზები სხვადასხვა ენაზეა და მოხდება მისი ქართულად თარგმნა. გათვალისწინებულია ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა საქართველოში, რათა აპარატის გამოყენების შესახებ ადგილებზე სპციალური სწავლება ჩატარდეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გულის ხელოვნული მასაჟის აპარატი საქართველოში ამერიკიდან 2-3 კვირაში შემოვა. ერთი აპარატის ღირებულება დაახლოებით 2 000 დოლარს შეადგენს და 5-წლიანი გარანტია აქვს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მილიონი მოსახლიდან უეცარი სიკვდილით კვირაში 30 ადამიანი იღუპება.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 18 მაისს, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი აპარატების შემოტანა მას შემდეგ დაავალა, რაც პოეტი მუხრან მაჭავარიანი თეატრის სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. |  "მის საქართველო 2010"-ის ფინალი სექტემბერში გაიმართება(19.07.2010)ინტერპრესნიუსი "მის საქართველო 2010"-ის ფინალი 1-ელი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში გაიმართება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ სამოდელო სააგენტო `იმიჯ-ცენტრიდან~ აცნობეს, გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა ბათუმის მერიის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
რეგიონის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ღონისძიების ფინალი სექტემბერში გაიმართება. `მის საქართველო 2010~-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია კი სამოდელო სააგენტო `იმიჯ-ცენტრში~ 15 აგვისტომდე გრძელდება.
სექტემბერში ჩატარდება ფინალური კასტინგი და 20 გოგონა შეირჩევა, რომლებიც `მის საქართველოს~ ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. კონკურსანტების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გამარჯვებულს კომპანია უზდეუსგან მთავარი პრიზი, ახალი ავტომობილი `Dაეწოო Mატიზ~ გადაეცემა. ნომინაციებში გამარჯვებულები კი სპონსორებისაგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
`მის საქართველო 2010~-ის ტიტულის მფლობელი `მის მსოფლიო 2010~-ზე, პირველი ვიცე მისი - `მის სამყარო 2011~-ზე, ხოლო მეორე ვიცე მისი - `მის ინტერკონტინენტალ 2010~-ზე გაემგზავრება. |  ბათუმში ჰაერი ჯანმრთელობისთვის მავნეა(17.07.2010)მედიანიუსი ბათუმში ჰაერი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარაში მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ტევე 25" შპს "სპექტრის" მიერ წარმოებული სინჯებისა და კვლევის საფუძველზე აკეთებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების რაოდენობების განსაზღვრისა და გამოკვლევის ჩატარების მიზნით, "სპექტრის" სპეციალისტმა ანალიზის აღება "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. არხის ინფორმაციითვე, სინჯები ბათუმის ხუთ სხვადასხვა წერტილში იქნა აღებული, მათ შორის გაზგასამართი სადგურის, შ.პ.ს. "ბომბორას" ტერიტორიაზე, ავტოსადგურში და ბარათაშვილის ქუჩაზე.
აჭარაში, უკვე რამდენიმე თვეა, მოსახლეობა გადათხრილ ქუჩებში წარმოქმნილი მტვრის გამო შექმნილ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ქუჩაში აღებული სინჯები ლაბორატორიაში მალევე გადაიგზავნა და განისაზღვრა ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ნახშირჟანგის, აზოტის დიოქსიდის, გოგირდწალბადის, ნახშირწყალბადისა და გოგირდის დიოქსიდის ჯამური რიცხვი. კვლევა ინსტრუმენტული მეთოდით ჩატარდა.
ადგილობრივი მედიკოსთა განმარტებით, ჰაერში მავნე ნივთიერებების მაჩვენებლის ზრდა სასუნთქ ორგანოებზე უარყოფითად მოქმედებებს, დაავადებების ზრდასა და მოწამვლას იწვევს.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ჰაერში მავნე ნივთიერებების მაჩვენებლის ზრდას საწარმოების და ბენზინგასამართი სადგურების გაუმართავ მუშაობას უკავშირებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით სამმართველო მონიტორინგს ახორციელებს. რამდენიმე საწარმოს გაფრთხილება უკვე მიეცა. სპეციალისტები ქალაქის ხშირი მორწყვისა და ქუჩებში ნარგავების დამატების რეკომენდაციას იძლევიან. |  ედპ "ლიბერთი ბანკს" სოციალური სფეროს კომერციალიზაციაში ადანაშაულებს(15.07.2010)ინტერპრესნიუსი "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერებისთვის შეთავაზებულ გრძელვადიან საპენსიო სესხის სისტემას სოციალური სფეროს კომერციალიზაციად აფასებს.
ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ხელისუფლებას "ლიბერთი ბანკთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვისკენ ან საპენსიო მომსახურებაზე ბანკთან ხელშეკრულების დადება მოსთხოვა.
გურამ ჩახვაძის თქმით, "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერებისთვის შეთავაზებული გრძელვადიანი საპენსიო სესხის სისტემა არასამართლიანი და კაბალურია.
"აქ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბანკის კომერციულ ინტერესს. ამიტომ ამგვარი სესხით სარგებლობა არათუ გააუმჯობესებს, არამედ უფრო უარესს გახდის ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების ყოფას, რაც, თავის მხრივ, სოციალური უკმაყოფილების და არასტაბილურობის საფუძველს ქმნის", - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", ზოგადად, წინააღმდეგია პოლიტიკის კერძო ბიზნესში ჩარევის, მაგრამ, როგორც ჩახვაძე ამბობს, პარტია ვერ იქნება გულგრილი როცა საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ფენას და სახელმწიფო სახსრებს. შესაბამისად, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" სოციალური სფეროს ამგვარი სახით კომერციალიზაციის წინააღმდეგია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღება ადამიანების სოციალური გაჭირვების, ასევე ბიუჯეტის ხარჯზე მიუღებელია.
გურამ ჩახვაძე ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ სფეროში "ლიბერთი ბანკი" მონოპოლისტია და პენსიონერებს არჩევანის საშუალება არ აქვთ.
"ედპ "ლიბერთი ბანკს", როგორც კერძო პირს, მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს გვერდს ვერ ავუვლით", - დასძინა გურამ ჩახვაძემ.
"ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერებისთვის შემუშავებული სასესხო სისტემით პენსიონერს 18 თვის ვადით შეუძლია აიღოს თანხა 600 ლარიდან ზემოთ. ამ სქემის მიხედვით, სამი თვის განმავლობაში პენსიონერი პენსიას საერთოდ ვერ იღებს, ხოლო დანარჩენი თანხა სამი თვის შემდეგ უკვე 15 თვეზე ნაწილდება, რაც ჯამში დამატებით დაახლოებით 26 პროცენტის გადახდას ითვალისწინებს.
გურამ ჩახვაძის თქმით, ასეთი პროცენტი სამეწარმეო კრედიტზე უფრო მაღალიც გამოდის.
დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ბანკი საბიუჯეტო სახსრებით თამაშობს და რეალურად პენსიონერებზე გაცემული სესხის პროცენტი თითქმის სიმბოლური უნდა იყოს. |  სიკორსკი: პოლონეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ შეიცვლის(13.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი პოლონეთი საქართველოს მიმართ თვის პოლიტიკას არ შეიცვლის. ამის შესახებ პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პოლონეთის და საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენთან პრეზიდენტს უფრო ცერემონიალური დატვირთვა აქვს, ხოლო საგარეო პოლიტიკას მინისტრთა კაბინეტი განსაზღვრავს. პრეზიდენტი კი მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების ასრულებს. ამის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთან მიმართებაში საგრეო პოლიტიკას არ შევცვლით", - აღნიშნა სიკორსკიმ.
მისივე განცხადებით, პოლონეთის ახალ პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის საქართველოსთან მიმართებაში ასევე მეგობრული პოზიცია აქვს. |  15 ივლისიდან სარწყავი წყლის ქურდობისთვის ჯარიმა წესდება(13.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი 15 ივლისიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სარწყავი წყლის ქურდობის გამო ჯარიმების გადახდას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, სარწყავი წყლის განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის უკანონო მოხმარება ფიზიკური პირს 250, ხოლო იურიდიული პირს 500 ლარი დაუჯდება. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები ორმაგდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება პარლამენტმა 2009 წლის შემოდგომაზე შეიტანა. როგორც გაირკვა, ერთი ჰექტარი ნიადაგის მორწყვისთვის დაწესებული გადასახადი გლეხებისთვის წელიწადში 70 ლარია. |  ლემშვენიერას მოსახლეობა შხამიანი გველების სიმრავლეს უჩივის(13.07.2010)ინტერპრესნიუსი გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა გველების სიმრავლეს უჩივის . ადგილობრივების ინფორმაციით, დღე ისე არ გავა, რომ ეზოში ან სახლში შხამიანი გველი არ შენიშნონ. სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა შესაბამისი სამსახურებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ისინი სოფელში არსებულ ვითარებას შეისწავლიან და თუ დაფიქსირდება, რომ სოფელში შხამიანი გველები არიანა მომრავლებული, ჰერპეტოლოგებს გამოიძახებენ. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|