 ფოთის პორტის აქციები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსდება(22.07.2010)ინტერპრესნიუსი 2011 წლისთვის, არაბთა გაერთიანებული საემირატოების წარმომადგენელი კომპანია RAKIA, ფოთის პორტის აქციათა ნაწილს საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გამოიტანს.
შესაბამისი განცხადება კომპანიის მთავრმა აღმასრულებელმა მენეჯერმა, ხატერ მასაადმა გააკეთა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
RAKIA -ს წარმომადგენელს კონკრეტული თვე და რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა მისი თქმით, აქციათა განთავსება აუცილებლად 2011 წელს მოხდება.
როგორც ცნობილია, არაბმა ინვესტორებმა ფოთის პორტი და მისი მიმდებარე 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინეს, იმისათვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განევითარებინათ.
ამ ეტაპზე არ ხმაურდება თუ საკუთარი წლის რამდენი პროცენტის განთავსებას აპირებენ არაბი ინვესტორები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. |  მთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა(21.07.2010)ინტერპრესნიუსი მთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა.
გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ შეცვალა, რაც საკითხი "მიზანშეწონილად" ჩათვალა.
კერძოდ, საკითხი ეხება მცირე მეწარმეების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარს.
თავდაპირველად, მთავრობამ იმ მეწარმეების გადასახადისგან გათავისუფლება გადაწყვიტა, რომელთა წლიური ბრუნვა 200 000 არ აღემატება. აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ არაერთი განცხადება გააკეთა და ის ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ პოზიტივადაც სახელდებოდა.
თუმცა, პარლამენტში კოდექსის განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატმა" გიორგი ახვლედიანმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტის საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, გადასახადისგან გასათავისუფლებლად მეწარმის ბრუნვის ზედა ზღვარი შემცირებულია და კვლავ 100 ათასი ლარია დატოვებული.
200 ათასი ზედა ზღვარი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში იქნება. |  ბიზნესმენები მინისტრის მიერ გამართულ სემინარზე არ მივიდნენ(21.07.2010)ინტერპრესნიუსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქართველ ბიზნესმენებს საყვედურობს.
როგორც ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დილას ქართველი ექსპორტიორებისათვის "თბილისი მარიოტში" სემინარი იმართებოდა, თუმცა სემინარი თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
ქობალიას აინტერესებს 09.00 საათი ძალიან ადრეა ქართველი ბიზნესმენებისთვის, თუ მათ არ აინტერესებთ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები.
"თუ ქართველი ბიზნესმენების დილა არ დაიწყება 12.00 საათზე ადრე, შესაბამისად შედეგიც არ გვექნება", - აღნიშნა ქობალიამ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ სემინარის დანარჩენ დღეებზე, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, დარბაზი სავსე იქნება. |  კურორტი "ახტალა" შესაძლოა არაბებმა შეიძინონ(19.07.2010)ინტერპრესნიუსი გურჯაანში მდებარე კურორტი "ახტალა", რომელიც საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, შესაძლოა, არაბებმა შეიძინონ . ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი საკუთარ წყაროზე დაყრნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, არაბი ინვესტორების ვიზიტი გურჯაანში უახლოეს დღეებში იგეგმება.
კურორტ ~ახტალის" დირექტორი გოგა უტიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კურორტის გასხვისებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ინვესტიციის განხორციელება აუცილებელიც არის.
კურორტი ~ახტალა" ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაშია.
ახტალა ფსევდოვულკანური ტალახის საბადოა. ახტალის ტალახს მრავალგზის სამკურნალო თვისებები გააჩნია. ამ უნიკალური თვისებების გამო ახტალაზე 1924 წელს აშენდა ტალახის სამკურნალო კოტეჯები. 1931-1932 წლებში აიგო სანატორიუმი, ხოლო 1935 წელს ამ კომპლექსს დაემატა ორსართულიანი პოლიკლინიკა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახტალის სანატორიუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, კურორტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ გასულ კვირას იძულებითი წესით გაასახლა. |  "საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა(19.07.2010)ინტერპრესნიუსი შპს "საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა .
ამის შესახებ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასული კვირის ბოლოს "საქართველოს რკინიგზამ" ლიდ-მენეჯერის საინვესტიციო ბანკების "ბანკ ოფ ამერიკა", "მერილ ლინჩისა" და "ჯი-პი მორგანის" მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები 5-წლიანი ვადით განათავსა.
როგორც ნიკო მჭედლიშვილმა განმარტა, თავდაპირველად საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთად ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ ნაკლები 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.
"საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციების ნომინალი 1000-დან იწყება 100 ათას დოლარამდე შეადგენს. ობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა როუდ შოუ საფინანსო ცენტრებში შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში.
როუდ შოუსთან დაკავშირებით ლონდონში ივლისის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური.
როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, "საქართველოს რკინიგზა" მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად. |  წლის ბოლომდე საქართველოდან არაბულ ქვეყნებში 350 ათასი ცხვარს გაიყვანენ(14.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი ექსპორტიორ კომპანიებს არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვარი თითო 70 დოლარად გაჰყვთ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოდან 350 ათასი ცხვრის გაყვანა იგეგმება, მაშინ როდესაც მოთხოვნა 1,5 მლნ. ცხვარზე არსებობს.
სააკაშვილის განცხადებით, დარგის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიეცეს, რადგანაც ქვეყანაში წელიწადში 2 მლნ ცხვრის გაზრდის საშუალება არსებობს.
"არაბულ ქვეყნებში ცხვარი 70 დოლარად გაყავთ, და იმ ოხაჯებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 1000 ცხვარს ზრდიან შემოსავალი 70 ათასი დოლარი აქვთ. ცხვრის გაზრდა გარკვეული თანხა ღირს თუმცა მოგება თითო ცხვარზე 50 დოლარი რჩება", _ განაცხადა პრეზიდენტმა. |  "სოკარი" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერეს არ უარყოფს(14.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი აზერბაიჯანული "სოკარი" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერეს არ უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დიტრექტორმა მაილ მამედოვმა ექსკლუზიურად განუცხადა, თუ შეთავაზება იქნება "სოკარი" ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
"საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რაგანაც ჯერჯერობით სათანადო შემოთავაზება არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში თუ ასეთი წინადადება იქნება, ჩვენ ჩვენის მხრიდან ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას დეტალურად განვიხილავთ. რადგანაც მიგვაჩნია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა კომპანია "სოკარისათვის" შეიძლება საინტერესო იყოს"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაირ მამედოვმა.
იმავდროულად "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "სოკარს" ქართული ბაზარი დივერსიფიცირებული ინტერესები აქვს, რადგანაც საქართველოს ბაზარზე თავისი ინტერესები აქვს. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|