სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსმთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა(21.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    მთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ შეცვალა, რაც საკითხი "მიზანშეწონილად" ჩათვალა. კერძოდ, საკითხი ეხება მცირე მეწარმეების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარს. თავდაპირველად, მთავრობამ იმ მეწარმეების გადასახადისგან გათავისუფლება გადაწყვიტა, რომელთა წლიური ბრუნვა 200 000 არ აღემატება. აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ არაერთი განცხადება გააკეთა და ის ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ პოზიტივადაც სახელდებოდა. თუმცა, პარლამენტში კოდექსის განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატმა" გიორგი ახვლედიანმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტის საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, გადასახადისგან გასათავისუფლებლად მეწარმის ბრუნვის ზედა ზღვარი შემცირებულია და კვლავ 100 ათასი ლარია დატოვებული. 200 ათასი ზედა ზღვარი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში იქნება.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსბიზნესმენები მინისტრის მიერ გამართულ სემინარზე არ მივიდნენ(21.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქართველ ბიზნესმენებს საყვედურობს. როგორც ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დილას ქართველი ექსპორტიორებისათვის "თბილისი მარიოტში" სემინარი იმართებოდა, თუმცა სემინარი თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ქობალიას აინტერესებს 09.00 საათი ძალიან ადრეა ქართველი ბიზნესმენებისთვის, თუ მათ არ აინტერესებთ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. "თუ ქართველი ბიზნესმენების დილა არ დაიწყება 12.00 საათზე ადრე, შესაბამისად შედეგიც არ გვექნება", - აღნიშნა ქობალიამ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სემინარის დანარჩენ დღეებზე, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, დარბაზი სავსე იქნება.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსკურორტი "ახტალა" შესაძლოა არაბებმა შეიძინონ(19.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    გურჯაანში მდებარე კურორტი "ახტალა", რომელიც საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, შესაძლოა, არაბებმა შეიძინონ . ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი საკუთარ წყაროზე დაყრნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, არაბი ინვესტორების ვიზიტი გურჯაანში უახლოეს დღეებში იგეგმება. კურორტ ~ახტალის" დირექტორი გოგა უტიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კურორტის გასხვისებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ინვესტიციის განხორციელება აუცილებელიც არის. კურორტი ~ახტალა" ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაშია. ახტალა ფსევდოვულკანური ტალახის საბადოა. ახტალის ტალახს მრავალგზის სამკურნალო თვისებები გააჩნია. ამ უნიკალური თვისებების გამო ახტალაზე 1924 წელს აშენდა ტალახის სამკურნალო კოტეჯები. 1931-1932 წლებში აიგო სანატორიუმი, ხოლო 1935 წელს ამ კომპლექსს დაემატა ორსართულიანი პოლიკლინიკა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახტალის სანატორიუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, კურორტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ გასულ კვირას იძულებითი წესით გაასახლა.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა(19.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    შპს "საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა . ამის შესახებ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გასული კვირის ბოლოს "საქართველოს რკინიგზამ" ლიდ-მენეჯერის საინვესტიციო ბანკების "ბანკ ოფ ამერიკა", "მერილ ლინჩისა" და "ჯი-პი მორგანის" მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები 5-წლიანი ვადით განათავსა. როგორც ნიკო მჭედლიშვილმა განმარტა, თავდაპირველად საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთად ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ ნაკლები 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება. "საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციების ნომინალი 1000-დან იწყება 100 ათას დოლარამდე შეადგენს. ობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა როუდ შოუ საფინანსო ცენტრებში შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში. როუდ შოუსთან დაკავშირებით ლონდონში ივლისის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, "საქართველოს რკინიგზა" მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსწლის ბოლომდე საქართველოდან არაბულ ქვეყნებში 350 ათასი ცხვარს გაიყვანენ(14.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    ექსპორტიორ კომპანიებს არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვარი თითო 70 დოლარად გაჰყვთ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოდან 350 ათასი ცხვრის გაყვანა იგეგმება, მაშინ როდესაც მოთხოვნა 1,5 მლნ. ცხვარზე არსებობს.

    სააკაშვილის განცხადებით, დარგის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიეცეს, რადგანაც ქვეყანაში წელიწადში 2 მლნ ცხვრის გაზრდის საშუალება არსებობს.

    "არაბულ ქვეყნებში ცხვარი 70 დოლარად გაყავთ, და იმ ოხაჯებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 1000 ცხვარს ზრდიან შემოსავალი 70 ათასი დოლარი აქვთ. ცხვრის გაზრდა გარკვეული თანხა ღირს თუმცა მოგება თითო ცხვარზე 50 დოლარი რჩება", _ განაცხადა პრეზიდენტმა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"სოკარი" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერეს არ უარყოფს(14.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    აზერბაიჯანული "სოკარი" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერეს არ უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დიტრექტორმა მაილ მამედოვმა ექსკლუზიურად განუცხადა, თუ შეთავაზება იქნება "სოკარი" ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

    "საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რაგანაც ჯერჯერობით სათანადო შემოთავაზება არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში თუ ასეთი წინადადება იქნება, ჩვენ ჩვენის მხრიდან ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას დეტალურად განვიხილავთ. რადგანაც მიგვაჩნია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა კომპანია "სოკარისათვის" შეიძლება საინტერესო იყოს"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაირ მამედოვმა.

    იმავდროულად "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "სოკარს" ქართული ბაზარი დივერსიფიცირებული ინტერესები აქვს, რადგანაც საქართველოს ბაზარზე თავისი ინტერესები აქვს.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ(14.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის მაცხოვრებლები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ. როგორც აბონენტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თითოეულ აბონენტს 3 - 10 ლარის ელექტროენერგია აქვს მოხმარებული და ენერგოკომპანიამ დამატებით 15 - 20 ლარი დააკისრა.

    „ყოველთვე გვახდევინებდნენ დამატებით თანხას, მაგრამ მაისში 11 ლარი დაგვაკისრეს, ივნისში 15 ლარი. ზოგიერთ უბანში მაცხოვრებლებს 19 - 20 ლარი დააკისრეს. ენერგოკომპანიის სერვის - ცენტრში რომ მივედით გასარკვევად, არც კი მოგვისმინეს, პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან", - განაცხადეს აბონენტებმა.

     ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის - ცენტრის ცნობით, სოფელ გურჯაანში ზავრაშვილების უბანში დაუდგენელი პირი ელექტროენერგია იპარავს.

    „ჩვენ არ ვართ ვალდებულები მოვძებნოთ ვინ იპარავს ელექტროენერგიას. ეს აბონენტებმა თავად უნდა გაარკვიონ", - აღნიშნეს სერვის - ცენტრში.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter