 იუნესკო ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს(30.07.2010)ინტერპრესნიუსი იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს . ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.
"კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.
25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული ერთი წლის განმავლობაში.
მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით. კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით ("შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში").
იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ. ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით. |  დღეიდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი(30.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი 40 გრადუსი დასავლეთში 37 აღმოსავლეთში _ სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ. სიცხეებს სამხრეთიდან შემოსული ჰაერის მასები განაპირობებენ. ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იმდენად მოიმატებს, რომ მაქსიმალური ზღვარი თერმომეტრებზე საღამოს საათებშიც შენარჩუნდება.
მაღალი ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით 10-15 აგვისტომდე შენარჩუნდება.
როგორც სინოპტიკოსები ამბობენ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იწვიმებს, მაგრამ ტემპერატურა არ დაიკლებს და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 37 დან 40 გრადუსამდე აიწევს. ასევე 40 გრადუსია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. მედიკოსები მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი სითხის მიღებას ურჩევენ. |  ტურის დაკბენილი ადამიანი ცოფის დიაგნოზით მკურნალობს(30.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი ბოლნისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის მამაკაცი მკურნალობს.
როგორც გაირკვა შოული ოისმაილოვი თვენახევრის წინ ტურამ დაკბინა, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ მას ცოფის საწინააღმდეგო აცრები არ ჩაუტარებია. დაავადების კლინიკური ნიშნები ისმაილოვს ორი დღის წინ გამოუვლინდა. |  მოსკოვი ისევ თბილისის "არაკონსტრუქციულ მიდგომებზე" საუბრობს(30.07.2010)ინტერპრესნიუსი რუსული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს "არაკონსტრუქციულ მიდგომებზე" საუბრობს . ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდს ეხება.
"ჟენევის მოლაპარაკებთა მორიგმა რაუნდმა აჩვენა, რომ ქართული მხარის პოზიცია ძველებურად არაკონსტრუქციულია. საქართველო ჯიუტად არ ეთანხმება და არ ეძებს კომპრომისულ გზებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარებას მოემასხურებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება თავის პოზიციას გამოხატავს საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტის - "დევნილების მდგომარეობის, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მათი გადაადგილების შესახებ" და აცხადებს, რომ ეს რეზოლუციაც არაკონსტრუქციულ კონტექსტში ჯდება. "თბილისის ეს დემონსტრაციული აქცია აისახა ჟენევის მოლაპარაკებათა ატმოსფეროზე, რაც აშკარად არ უწყობს ხელი კავკასიაში ვითარების ნორმალიზებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|  ე.წ. უდოს კომისიამ 12 პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო(29.07.2010)ინტერპრესნიუსი პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიამ 12 პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მათ შორის არასრულწლოვანი და ქალი პატიმრები არ არიან. 12-დან ერთი მსჯავრდებული სასჯელს მონასტერში მოიხდის. მას სწორედ ასეთი შუამდგომლობა ჰქონდა კომისიის წინაშე. კომისიამ სულ 159 პატიმრის საქმე განიხილა.
12 პატიმრის გათავისუფლების რეკომენდაციით კომისია სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს, რის შემდეგაც პატიმრები საპყრობილეებს დატოვებენ. კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დამნაშავეებს და საზოგადოებრივი უსაფრთხოება გაითვალისწინა. |  ვერა ქობალია საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბებას უარყოფს(29.07.2010)ინტერპრესნიუსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია უარყოფს კანადური გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , ბიოგრაფიის გაყალბებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ის კანადურ ტელეკომპანია "გლობალ-თივიში" ნამდვილად მუშაობდა.
როგორც ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მას კარგად ესმის, რომ რუსეთის ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ პირებს უნდათ, საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს და საქართველო არ გახდეს ძლიერი ქვეყანა, ამიტომ ცდილობენ დეზინფორმაციის და ჭორების გავრცელებით მასაც და სხვა თანამდებობის პირებსაც ხელი შეუშალონ.
"თუ ჰგონიათ, რომ ამ გზით რამე გამოუვათ, ძალიან ცდებიან",-აღნიშნა ვერა ქობალიამ.
გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ინტერნეტით გავრცელებულ მის ფოტოებთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ქობალიას განცხადებით, თუკი ვინმეს სურს, რომ ამ ჭორებით მის საქმიანობას ხელი შეუშალონ, არაფერი გამოუვათ. |  კოკოითი ოსი ძალოვანების გულის მოგებას ფულით ცდილობს(29.07.2010)ინტერპრესნიუსი ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ოსი ძალოვანების გულის მოგებას ფულით ცდილობს . ამის შესახებ ერთ-ერთი ცხინვალური ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო წერს.
სააგენტოს მონაცემებით, ცხინვალის რეჟიმის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ძალოვანების მცირე ბიზნესს ბიუჯეტი 100 მილიონი რუბლით დააფინანსებს. თანხა იმ სპეცანგარიშიდან გამოიყოფა, რომელზეც 2008 წლის ომის დროს დაზარალებულთა დასახმარებელი შემოწირულობები ირიცხებოდა. თანხის ნახევარი ფონდ "აღორძინებაში" გადაირიცხება, რომელსაც ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ხელმძღვანელობს. მეორე ნახევარი კი იმ ძალოვანების მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება, რომლებსაც ახლო მომავალში სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
კერძოდ, თანხები ასე გადანაწილდა: 50 მილიონი რუბლი - ფონდ "აღორძინებას", 35 მილიონი რუბლი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს, 5 მილიონი რუბლი - ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს, 5 მილიონი რუბლი - ე.წ. შსს-ს "ომონის" თანამშრომლებს და ასევე 5 მილიონი რუბლი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების ცხინვალის განყოფილების თანამშრომლებს.
ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ამგვარად კოკოითი, რომელსაც ე.წ. საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება, საკუთარი რეჟიმის ძალოვანების მხარდაჭერას ცდილობს. ამასთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის არმიაში მასშტაბური შემცირება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთი ვერსიით, შემცირდება 2800 ადამიანი და დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს რიგებში მხოლოდ 200 სამხედრო დარჩება. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|