ელზა პაპოშვილი
20.03.2021

რუსთავში, მე-4 სკოლის მიმდებარედ, არასრუწლოვანმა გოგონამ თანატოლი ცივი იარაღით დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 19 მარტს ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზრადა.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს, თუმცა თუკი მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მაისშიც ვერ შეძლეს, ოპოზიცია ყველაფერს კარგავს და მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე წარმატების პერსპექტივასაც.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

„გირჩი" „ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს, თუმცა როდის, ამაზე კონკრეტული თარიღი ჯერ არ იციან. „რეზონანსთან" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე საუბარი ჯერ არ იქნება, რადგან უპირველეს ყოვლისა მათი მიზანია გაიგონ მოლაპარაკებები რეალურად ვისი მიზეზით ჩაიშალა.

ელზა პაპოშვილი
19.03.2021

27წალის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იმაზე დისკუსია, უნდა გაგრძლედეს თუ არა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება გაგრძელდება. 

ელზა პაპოშვილი
19.03.2021

ევროპიდან გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი 7 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რაიმე შეთანხმებამდე მიეყვანა. მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ირგვლივ შეთანხმება ვერაფერზე მოხდა. დენიელსონს ბოლო მცდელობა 18 მარტს ჰქონდა, რაც  10 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა დამარცხდა. მოლაპარაკებიდან გამოსულმა კი თქვა, რომ ყველაფერს შარლ მიშელს დეტალურად მოახსენებს. 

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს დისკუსიების პირდაპირ ეთერში გამართვას სთავაზობს, რაზეც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამით ფაქტიურად ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენი დუელში გაიწვია.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

ოპოზიციამ შესაძლოა 20 მარტის აქცია გადადოს, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებენ და აქციაზე იმისი 10 %-იც არ მოდის, ვინც ოპოზიციის თქმით, არჩევნებზე მათ მხარი დაუჭირა.

ირაკლი ლომიძე
19.03.2021

 სასურსათო უზრუნველყოფა, სავაჭრო ურთიერთობები, აგროდაზღვევა, შეღავათიანი აგროკრედიტი,  გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება - ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ,,მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა. მიღწევებმა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი შარშან, პანდემიური კრიზისის პრევენციისას განახორციელა, ყურადღება სპეციალისტების მხრიდანაც მიიპყრო. მათი მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში აგრარულ სფეროში მიღწეული შედეგი შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ 9 საათიანი მოლაპარაკებები „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაშალა, რადგან ამ დისკუსიის შემდეგ „უსუსური და უსამართლო არგუმენტები" ჰქონდათ, ფიქრობს, რომ ისინი რევოლუციური სცენარის მოწყობას შეეცდებიან, თუმცა უშედეგო იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

დიდი ალბათობით მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიცია ორად გაიყოფა - ნაწილი პარლამენტში შევა და ნაწილი კი კარვებში დარჩება, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2021

კრისტიან დანიელსონის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის მომზადებული შეთავაზება გულისხმობს ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სწორედ შეთანხმების ეს ვერსია იდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს, თუმცა, ამ მხრივ ხუთშაბას შეიცვალა თუ არა რამე, გაურკვეველია.

ირაკლი ლომიძე
18.03.2021

 უახლოეს პერიოდში საქართველოში ფქვილი ფასი ცოტათი კიდევ მოიმატებს. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, სხვაობა საშუალოდ 2 ლარის ფარგლებში იქნება. პარალელურად მეპურეები საპირისპირო განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პურის გაძვირების საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. სუბსიდია კი, სავარაუდოდ, ივნისამდე გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის ფასი მყისიერად 20 თეთრით გაიზრდება. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×