თამთა ჩაჩანიძე
18.03.2021

კრემლი აშშ-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე პასუხი მხოლოდ აშშ-დან კონსულტაციებისთვის რუსეთის ელჩის გამოწვევით არ შემოიფარგლება. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს აშშ-რუსეთის ახალი დაპირიპირება და როგორ აისახება ეს საქართველოზე?

ია აბულაშვილი
18.03.2021

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელ დიპლომატებზე გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შიშით სხნის. მისი აზრით, სააკაშვილს  არ სურს, რომ ამ განცხადების გავლენით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული გადაადგილებები დაიწყოს.

ელზა პაპოშვილი
17.03.2021

მძიმე 4 საათიანი მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ  უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ხვალ უნდა დასრულდეს. მათი თქმით, საუბარი მიდის რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრებზე. როგორც პოლიტიკოსების საუბრიდან ირკვევა, პრობლემური სწორედ ეს ორი საკითხია. „ნაციონალები“ ღიად ამბობენ, რომ თუ ამ ორ თემაზე შეთანხმება არ მოხდება, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ.  

გვანცა წულაია
17.03.2021

 საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. ბოლო სამ თვეში მისმა ღირებულებამ 60 თეთრით მოიმატა. რა თქმა უნდა, მსოფლიოს გამოცოცხლებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდეგ, ნავთბპროდუქტებზე ფასის მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას ელიან. საქართველო მსოფლიო ტენდენციბს ვერ შეაჩერებს, მაგრამ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ საწვავის ღირებულება არანორნალურ ნიშნულამდე არ მივიდეს?

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ნატო ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების ერთგულია და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით - ამ შინაარსის მთავარი გზავნილი გააჟღერა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ირაკლი ლომიძე
17.03.2021

 ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ სიტუაციაში ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიაკს ამკაცრებს. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები განხორციელდეს და ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, რეალურად საპირისპირო გადაწყვეტილებაა მიიღეს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეად კი ინფლაციის მოთოკვა დასახელდა. 

ია აბულაშვილი
17.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის "ლეიბორიტსული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

რეზონანსი
17.03.2021

 შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სამთო-სათხილამურო კურორტებს გამოცოცხლების შანსი გაუჩნდა. უკვე სამი კვირაა რაც ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ. შეზღუდვა მოხსნილია საბაგიროებზეც. თეთრ სეზონს მუშაობის გასაგრძელებლად ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ აქვს, ამიტომ საინტერესოა, როგორი დატვირთვით მუშაობს კურორეტები, მას შემდეგ, რაც ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.  

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ამერიკის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა ამ წლის შემოდგომაზე დასრულდეს, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე ენერგოდამიკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის და უკრაინის სატრანზიტო მნიშვნელობა შემცირდება.

ელზა პაპოშვილი
17.03.2021

მორიგი სექსუალური ძალადობა 14 წლის გოგნაზე - კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე გოგონას თანასოფლელი 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც  მოსამართლემ სათანადო მტკიცებულებების არ ქონის გამო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პატიმრობაში რჩება მოზარდის 25 წლის ძმა, რომელმაც დის გაუპატიურების შეტყობის შემდეგ დაზე ფიზიკურად ძალადობდა.  

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2021

ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში - ამ შინაარსის პასუხი გასცა საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის თხოვნას, რომელიც თვლის რომ ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მაღალია.

ელზა პაპოშვილი
16.03.2021

უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×