თამთა ჩაჩანიძე
16.03.2021

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი", 9 აპრილს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას აპირებს, სადაც, მისი თქმით, ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ოპოზიციის მოთხოვნებს არ იზიარებენ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუ გაჩეჩილაძეს პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ასეთი აქცია ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.

ირაკლი ლომიძე
15.03.2021

 გერმანიაში დასაქმების მსურველი უამრავია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას ეძლევა შანსი, რომ დასაქმების პროგრამაში მოხვდეს. მართალია, კრიტერიუმები წინასწარ განისაზღვრა, თუმცა შერჩევის პროცესში შეიძლება ისეთი ფარული დეტალები გამოიკვეთოს, რასაც განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. ცხადია, ოფიციალურ დონეზე ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა სპეციალისტებს უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვინ შეიძლება ვერ წავიდეს. ასეთი კი იქნება ყველა, ვისაც სუსტი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასევე ახალგაზრდაა და ნაკლები გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. ცხადია, პროგრამაში ვერც ის მოხვდება, ვისაც ენის ბარიერი აქვს. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ.

ირაკლი ლომიძე
15.03.2021

 ენერგეტიკის სფეროში დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ. გამყარდა ეჭვი, რომ საშუამავლო ფირმებს საქართველოში იაფად შემოაქვთ დენი და გაზი, რასაც ადგილზე ძვირად ყიდიან და არარეალურ გადასახადებს აწესებენ. სწორედ ამ ეჭვს ეფუძნება არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი დეტალურად იყოს წარმოსგენილი. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ ენერგეტიკოსებსაც, რომელთა განცხადებით, ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალეა, განსაკუთრებით, ტარიფების ნაწილში, რაც საბოლოოდ გადასახადის გაძვირებას იწვევს და ამით ზარალდება ბიზნესი და მოსახლეობა, რომელსაც ტარიფები მძიმე ტვირთად აწვება.

ირაკლი ლომიძე
15.03.2021

 ნავთობპროდუქტების იმპორტი თებერვალში მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგი მიმართულებები კლების ტენდენციას ინარჩუნებს, იანვართან შედარებით, თებერვალში აშკარად უკეთესი მაჩვენებლებია. ამას ხელს უწყობს ეკონომიკის გახსნის პროცესიც, რაც იძლევა იმედს, რომ მომავალში იმპორტი ზრდისკენ აიღებს გეზს და  სიტუაცია გამოსწორდება. 

ნინა გარდაფხაძე
15.03.2021

 ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი მკაცრი რეგულაციებით, თუმცა მაინც გაიხსნა. უკვე გაირკვა, რომ ობიექტების მინიმუმ 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა. ეს ინფორმაცია ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სხვადასხვა სექტორების და ასოციაციების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს. განახევრდა რესტორნების და საბავშვო ბაღების რაოდენობა, ხოლო ბავშვთა გასართობი ცენტრების რიცხვმა 30%-ით დაიკლო.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2021

აღმოჩნდა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იმაზე რთული, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ეგონა - რატომ გაახანგრძლივა ვიზიტი და ეყოფა თუ არა ეს დრო მხარეების მორიგებისთვის.

ია აბულაშვილი
15.03.2021

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე მრავალი სიწმინდე ინახებოდა, რომელთა დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. უმრავლესობა გარეშე მტრების თავდასხმების დროს განადგურდა, ზოგი კი უცხოეთში გაიტანეს.

ქრისტინე კაპანაძე
15.03.2021

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილ ადამიანს გადაეცემა დამადასტურებელი აცრის ორენოვანი ცნობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ხელმოწერით. პარალელურად, მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი კოვიდ-პასპორტის პროტოტიპის შექმნის შესახებ, რომლითაც ვაქცინირებულ ადამიანს სხვადახვა ქვეყანაში გაადგილება შეეძლება.

ქრისტინე კაპანაძე
15.03.2021

აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა პანდემიის საკითხებში, ენტონი ფაუჩიმ კვირას განაცხადა, რომ ხელისუფლება სოციალური დისტანცირების შემცირების ახალ წესს განიხილავს, რაც 2 მეტრიანი დისტანციის 1 მეტრამდე შემცირებას გულისხმობს.

ელზა პაპოშვილი
15.03.2021

“ასეთი დაინტერესება დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. 

ია აბულაშვილი
15.03.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას იღებს ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში, ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც ევროპულ საბჭოში გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ჩაერთო.

ელზა პაპოშვილი
15.03.2021

სასტიკი მკვლელობა კასპში - 33 წლის ნოდარ ღუნაშვილი სასაფლაოზე აიყვანეს, დანით დასერეს და ადგილზე მომაკვდავი დატოვეს. მამაკაცის მკვლლეობაში მისივე მეზობელი და ბავშვობის  მეგობარი 30 წლის მამაკაცია. 

„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ განზრახ მკვლლეობის მუხლით ზურაბ კახნიაშვილია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ეს სასტიკი დანაშაული პირადი ანგარიშსწორების მიზნით ჩაიდინა და სასიკვდილო ჭრილობები ღუნაშვილს დანით მიაყენა. პოლიციამ კი დანაშაულის იარაღი ბრალდებულის  სახლიდან ჩხრეკის დროს ამოიღო. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×