სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    01.02.2016

     დიმიტარ ბერბატოვის სახელი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ბოლო წლებია საჯაროდ აღარ ჩანს.

    მარი მგალობლიშვილი
    30.01.2016

     იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლოს დებიუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ივლისში შედგა. გამოცდილი ფეხბურთელი თვლის, რომ მისი პირველი სეზონი "მლს"-ში წარმატებული გამოდგა. მისივე განცხადებით, ის არ აპირებს ნიუ-იორკის კლუბის დატოვებას და იტალიაში გადაბარგებას მიუხედავად იმისა, რომ მისით "ინტერია" დაინტერესებული.

    მამუკა ნაცვალაძე
    29.01.2016

     საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის წლევანდელ გათამაშების პირველ მატჩს 6 თებერვალს, თბილისში, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

    მამუკა ნაცვალაძე
    28.01.2016

     გაირკვა საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მეტოქეები საკვალიფიკაციო ეტაპზე. "ჯვაროსნები" ევრო-2017-ის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ორ წრედ დაუპირისპირდებიან მონტენეგროს, ალბანეთსა და სლოვაკეთს. ჩვენი ნაკრები წინა ევრობასკეტის მაჩვენებლების მიხედვით პირველ კალათაში იყო განთესილი და ა ჯგუფში მოხვდა.

    ია აბულაშვილი
    27.01.2016

     ზღვისპირეთის საფეხბურთო მეკარეთა სკოლა განთქმულია მთელ საქართველოში. არაერთი მაღალი კლასის მეკარე გამოდიოდა საქართველოს უპირველეს გუნდში თბილისის "დინამოში", ერთ-ერთი მათგანი ცნობილი გოლკიპერი იური მამინაშვილია, რომელმაც ესტაფეტა შვილს, შოთა მამინაშვილს გადაულოცა.

    მარი მგალობლიშვილი
    26.01.2016

     იტალიის სერია "ა"-ში ტურინის "იუვენტუსი" სატურნირო ცხრილში 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან "ნაპოლის" 2 ქულით ჩამორჩება. ამ უქმეებზე ტურინელებმა დედაქალაქური კლუბი "რომა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    25.01.2016

     კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება - ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მთავარი მესიჯია, რომელიც მან შაბათს პრესკონფერენციისას გაასაჯაროვა. კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების საკითხს ფედერაციის უახლოესი აღმასკომი განიხილავს.

    მარი მგალობლიშვილი
    23.01.2016

     ქართულ ფეხბურთში დაძაბულობამ იმატა. საქმე ეხება ეროვნული ნაკრების თავკაცს, კახა ცხადაძეს და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის დაპირისპირებას. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ცხადაძისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავენ და მას ბონუსურ სისტემაზე გადაყვანას სთავაზობენ. იმ შემთხვაში, თუ ნაკრებს შედეგი ექნება, ცხადაძე პრემიას მიიღებს, რაც "ჯვაროსანთა" თავკაცს არ მოსწონს.

    მარი მგალობლიშვილი
    22.01.2016

     თბილისში სტადიონების დანგრევის თემამ ლამის პოლიტიკური საკითხებიც კი გადაფარა. ეწყობოდა საპროტესტო აქციები, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე "სკა-ენერგის" ფეხბურთელი კახა ალადაშვილი იყო.

    მამუკა ნაცვალაძე
    21.01.2016

     კვირას, 24 იანვარს, 13:00 საათზე თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, ქართული რაგბის თავკაცს რაგბის კავშირის საერთო კრება დაასახელებს. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე. არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მენეჯერი გია ნიჟარაძე, რომლის ხელშიც წინა რვა წლის განმავლობაში ქართულმა რაგბიმ არნახულ წარმატებას მიაღწია.

    მამუკა ნაცვალაძე
    20.01.2016

     ინგლისის პრემიერლიგას ბოლო ხანს განსაკუთრებული ხიბლი შემატა გერმანელმა იუპ კლოპმა, რომელსაც "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს. შესაბამისად გაჩნდა მოლოდინები, რომ ერთ დროს უძლიერესი გრანდი ძველ დიდებას დაიბრუნებს.

    მამუკა ნაცვალაძე
    19.01.2016

     იშვიათად თუ რგებია რომელიმე ფეხბურთელს ისეთი საყოველთაო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც ლიონელ მესის. იმას რასაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე აკეთებს, უფრო ხელოვნებასთან აქვს კავშირი, ვიდრე სპორტთან.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter