სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    07.10.2009

    მადრიდის "რეალის" ვარსკვლავთკრებულმა, რომლის მიმართაც მიმდინარე სეზონში განუზომელი ინტერესია, წლევანდელ სეზონში პირველად წააგო. სევილიაში "რამონ სანჩეს პისხუანზე" ადგილობრივმა გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და პირველი ქულები დააკარგვინა პელეგრინის გუნდს.

    მამუკა ნაცვალაძე
    06.10.2009

    კვირას რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა. მოსკოვის "ლოკომოტივმა" "ჩერქეზოვკაზე" ერთპიროვნულ ლიდერს ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 2:1. "ლოკომოტივმა" მატჩის დასაწყისიდანვე გახსნა ანგარიში, შესვენებამდე მეორე ბურთიც გაიტანა. ორივე გოლი ოდენვინგის ანგარიშზეა.

    აკაკი გვიმრაძე
    05.10.2009

    თემურ ქეცბაიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების თაობაზე. ამის შესახებ "ნიუკასლ იუნაიტედის" ქართველმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა ბრიტანულ პრესასთან ისაუბრა. "ბლექბერნ როვერსიდან" "სენტ ჯეიმს პარკზე" საარენჟდო კონტრაქტით გადასულმა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქეცბაიას კარგად იცნობს და ის საუკეთესო კანდიდატურაა საქართველოს ნაკრებისათვის.

    მამუკა ნაცვალაძე
    05.10.2009

    "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული ინტერესია. გულშემატკივარს აინტერესებს როგორ შედეგს მიაღწევს რონალდუს გარეშე მოთამაშე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი.

    მარი მგალობლიშვილი
    03.10.2009

    საქართველო-იტალიის მატჩი კახა კალაძისთვის ყველაზე ცუდად გასახსენებელი თამაშია, ვინაიდან მან ორი ავტოგოლი გაიტანა. "მილანის" მცველი ამ შეხვედრის შემდეგ ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო და დეპრესიაში ჩავარდა. თუმცა კალაძე ამ მდგომარებიდან მეგობრების დახმარებით გამოვიდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    03.10.2009

    მანუელ პელეგრინიმ "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი გამარჯვება მიითვალა. ხუთი მატჩიდან მოპოვებული ქულათა მაქსიმუმით "სამეფო კლუბი" პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

    მამუკა ნაცვალაძე
    02.10.2009

    გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა. სენსაციურად დასრულდა მატჩი "სან სიროზე", სადაც კახა კალაძის "მილანმა" "ციურიხს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრებმა მოიგეს მინიმალური ანგარიშით 1:0, რამაც საგრძნობლად დაძაბა სატურნირო ცხრილში სიტუაცია.

    მარი მგალობლიშვილი
    02.10.2009

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტის პოსტი 2011 წლამდე ბიზნესმენმა ზვიად სიჭინავამ ჩაიბარა. სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გამართულ რიგგარეშე არჩევნებში უკონკურენტოდ დარჩენილ სიჭინავას, 31 ხმის მიმცემი დელეგატიდან 29 დელეგატმა მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო 2 კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. არჩევნებს უეფას ორი დელეგატი აკვირდებოდა - ჟოზეფ მიფსუდი და თეოდორ თეოდორიდისი. ყრილობამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

    მარი მგალობლიშვილი
    30.09.2009

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება. ერთადერთი კანდიდატი საფეხბურთო კლუბ "ბაიას" პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაა და ის ჩაიბარებს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს. სიჭინავას კანდიდატურას მხარს ვეტერანი ფეხბურთელებიც უჭერენ, მათ შორის არის მურთაზ ხურცილავა.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    29.09.2009

    მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და ინგლისის ჩემპიონატზე განსაკუთრებულად დიდია ლონდონის "ჩელსის" ამბიციები. ამ გუნდში კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ ახალი იმედები ჩაესახათ. სჯერათ, რომ ახლა მაინც შესძლებენ "არისტოკრატები" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას, რომელსაც გასულ წლებში ლონდონურ კლუბს ერთი ნაბიჯი აშორებდა.

    მარი მგალობლიშვილი
    29.09.2009

    ამ უქმეებზე 21-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტური გაიმართა. ტურის ცენტრალური თამაში ზესტაფონში, ადგილობრივ გუნდსა და რუსთავის "ოლიმპს" შორის იყო, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ "ოლიმპი" პირველი ადგილიდან მეორეზე დაქვეითდა.

    აკაკი გვიმრაძე
    28.09.2009

    ფრანგული "ტოპ 14"-ის მე-8 ტური ორი მსხვილი შეტაკებით გამოირჩა - ერთმანეთს ეგრეთწოდებული "დიდი ოთხეულის" გუნდები დაუპირისპირდნენ. გასული ჩემპიონატის ფინალის გამეორება შედგა კატალუნიაში, სადაც "აიმი ჟირალზე" "პერპინიომ" შანსი არ მისცა დათო ზირაქაშვილის "კლერმონ ოვერნს" 19:3, ხოლო ტულუზში ბოლო სეზონის ნახევარფინალისტები "ტულუზი" და "სტად ფრანსე" დაზავდნენ 9:9.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter