სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    22.10.2009

    ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ დაასახელა 33-კაციანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლომდე დარჩენილ ტესტმატჩებში მიიღებს მონაწილეობას ავსტრალიასთან, უელსთან, იტალიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან და "ბარბაროსებთან". ნაკრებს "ქენთბერის" გამოცდილი ფლანკერი რიჩი მაქოუ უკაპიტნებს.

    მარი მგალობლიშვილი
    17.10.2009

    ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში საქართველოსთან გაინავარდა. მატჩის საწყის ოც წუთში მასპინძლებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე მათ ორჯერ კიდევ შეძლეს ჩვენი დამწუხრება. ბულგარელებმა პირველ ნახევარში 6 გოლი გაგვიტანეს და საქმეც მაშინვე მოითავეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    17.10.2009

    რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე მახაჩკალის "ანჟი" გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ერთპიროვნულად ლიდერობს. გუნდი, სადაც შვიდი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, მეორე ადგილზე მყოფ ნოვოროსიისკის "სიბირს" ხუთი, მესამეადგილოსან "ალანიას" კი შვიდი ქულით უსწრებს. დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან "ანჟის" ხუთი ქულა სჭირდება იმისათვის, რომ პრემიერლიგის საზური გაინაღდოს.

    მამუკა ნაცვალაძე
    15.10.2009

    "ბარსელონას" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ხავის მამა ხოაკინ ერნანდესი იხსენებს იმ დღეს, როცა პირველად წაიყვანა შვილი "ნოუ კამპზე" ვან გაალთან. "საშინლად ვღელავდი, აღარ ვიცოდი რა მექნა ნერვიულობისგან, ამ დროს ვხედავ ჩემი შვილი უემოციოდაა. შევეკითხე, ნუთუ შენ არ ღელავ-მეთქი, რა მაქვს სანერვიულო, გავალ მოედანზე და გავაკეთებ იმას რაც ვიციო,- მიპასუხა".

    მამუკა ნაცვალაძე
    14.10.2009

    ლუიშ ფიგუ, რომელმაც კარიერა რამოდენიმე თვის წინ დაასრულა, ისევ ფეხბურთში დარჩა. ის "ინტერში" მუშაობს დირექტორად და საერთაშორისო ურთიერთობას განაგებს. ფიგუ მხარს უჭერს ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივ კანდიდატურას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის რანგში. ასევე არ ივიწყებს "სამეფო კლუბს", თუმცა რობერტო კარლოსისაგან განსხვავებით, "რეალში" დაბრუნებას არ ფიქრობს.

    მარი მგალობლიშვილი
    13.10.2009

    ლადო ბურდული "ტავრიას" ეკუთვნის, თუმცა სეზონის დასაწყისში ის "ზაკაპარტიაში" გაანათხოვრეს. ქართველი ფეხბურთელი გუნდში სტაბილურად თამაშობდა, მაგრამ ბოლო ტურში არ გამოჩენილა. როგორც ლადომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კლუბებს შორის გაუგებრობა მოხდა, რის გამოც არ მოუწია თამაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    13.10.2009

    მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩებიდან ბუნებრივია გამოირჩა დნეპროპეტროვსკში გამართული შეხვედრა უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. "ნისლიანი ალბიონის" ნაკრებმა, რომელიც მანამდე უდანაკარგოდ მიდიოდა და 8 თამაშიდან ყველა მოგებული ჰქონდა, დათმო მატჩი მინიმალური ანგარიშით 0:1 და ამ შედეგით მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფისაკენ გაუხსნა გზა უკრაინის ნაკრებს. ხორვატიელები კი, ვინც ასე მოუთმენლად ელოდნენ აღნიშნული შეხვედრის შედეგს, მუნდიალს მიღმა დატოვა.

    მარი მგალობლიშვილი
    12.10.2009

    ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრებში გამარჯვება არ მოუპოვებია. ქართველი გულშემატკივარი ჩერნოგორიასთან მატჩს იმ იმედით ელოდა, რომ იქნება ახლა მაინც მივაღწიოთ გამარჯვებასო, თუმცა იმედი იმედად დარჩა... მაგრამ ჩერნოგორია-საქარველოს მატჩში ერთი პოზიტივური რამ მაინც მოხდა, ბოლო სამ ოფიციტალურ შეხვედრაში გოლის გატანა მაინც შეძლეს. სამწუხაროდ ანგარიშის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ ტაბლოზე 2:1 მონტერეგროს სასარგებლოდ დაფიქსირდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    12.10.2009

    შაბათს ეროვნული ნაკრებების დღეა. ნაციონალური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით. დარჩენილია ორიოდე ტური, უკვე გამოიკვეთა ვინაა ფავორიტი და ვინაა აუტსაიდერი. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც შესანიშნავი შანსი აქვს მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, დანიის ნაკრებია. ისინი 18 ქულით ლიდერობენ ჯგუფს, სამი ქულით უსწრებენ შვედეთის ნაკრებს, რომელთანაც სწორედ შაბათს ექნებათ მნიშვნელოვანი თამაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.10.2009

    ევროპის ნაციონალურ ჩემპიონატებსა და საკლუბო ტურნირებზე დროებითი შესვენება გამოცხადდა. შაბათიდან ნაკრებები განაახლებენ ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეექვე შესარჩევ ჯგუფში, სადაც პირველ ადგილს იკავებს ინგლისის ნაკრები, მეორეზე ხოვატები არიან, მესამე პოზიცია კი უკრანელებს აქვთ. სწორედ უკრაინისა და ინგლისის ნაკრების დაპირისპირებაა საკმაოდ მნიშვნელოვანი, რამაც თავის მხრივ უნდა განსაზღვროს ხორვატთა ბედიც.

    მარი მგალობლიშვილი
    09.10.2009

    საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ დასკვნით მატჩებს 10 და 14 ოქტომბერს სტუმრად ჩერნოგორიასთან და ბულგარეთთან გამართავს. "ჯვაროსნები" შეკრებას თბილისში გადიან და 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით მონტენეგროს მიაშურებენ. "ჯვაროსნები" სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" არიან შეკრებილები და იქ ვარჯიშობენ. პირველი ვარჯიში ზურაბ ხიზანიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გამოტოვეს. ხიზანიშვილს მუხლის ტრავმა აწუხებს, ხოლო იაშვილი გუშინ შეუერთდა ნაკრებს.

    მარი მგალობლიშვილი
    07.10.2009

    ქართველი ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში უკვე მეორე წელია გამოდის. ყოფილი "ამერელი" "ვიქტორია პლზენში" ირიცხება, თუმცა ფეხბურთელმა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, რის გამოც მას განათხოვრებით მოუწია "კლადონში" გადასვლა. ტატანაშვილისთვის ეს ნაბიჯი წარმატებული გამოდგა, ვინაიდან თამაშის საშაულება ყოველთვის ეძლევა და გოლებიც გააქვს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter