სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გრემ სუნესმა ათენურ კლუბში მომხდარი ამბები გაახმაურა
    აკაკი გვიმრაძე
    23.09.2009

    კლუბის ოფიციალური განცხადება მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: "კლუბსა და თემურ ქეცბაიას შორის მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ". გადაწყვეტილებას ბევრი ჭორი მოჰყვა, თუმცა დღემდე არც "ოლიმპიაკოსი" და რაც მთავარია არც თავად ქართველი მწვრთნელი არ ახმაურებენ რეალობას.
    ქეცბაია ათენური კლუბის მთავარ მწვრთნელად 2009 წლის 25 მაისს დაინიშნა "ოლიმპიაკოსის" მეპატრონისა და პრეზიდენტის სოკრატის კოკალისის პირადი მხარდაჭერით. კოკალისი მოხიბლული იყო თემურის წარმატებული მუშაობით კვიპროსულ "ანორთოსისში", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
    თემურმა საბერძნეთში მუშაობის 3-თვიან პერიოდში მოასწრო ის, რომ გუნდი მოამზადა სეზონისათვის, გაიარა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩემპიონთა ლიგაში და მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე.
    ამის პარალელურად ქეცბაიას ხელმძღვანელობით "ოლიმპიაკოსმა" 2 მატჩი ჩაატარა საბერძნეთის სუპერლიგაში, საიდანაც ერთი გასვლაზე მოიგო "ლარისასთან" და მეორე შინ "გეორგოს კარაისკაკიზე" ფრედ 0:0 დაასრულა "კავალასთან".
    ევროპულ საფეხბურთო წრეებში ახლა ბევრს ლაპარაკობენ ქეცბაიას გადაყენების ფაქტის შესახებ და ერთ-ერთი ყველაზე რეალობასთან ახლოს მდგომი და საინტერესო ვერსია გაახმაურა ცნობილმა სქოთმა სპეციალისტმა გრემ სუნესმა, რომელიც ბოლოს "ნიუკასლ იუნაიტედში" მუშაობდა.
    სუნესის ვერსიით ქეცბაია "ოლიმპიაკოსში" გარკვეული ფეხბურთელების ჯგუფის გადამეტებულ ზეგავლენას შეეწირა. "ჩემი ინფორმაციით ქეცბაიას ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთაც არ მოსწონდათ ის წესები და გარემო, რომელიც ახალმა მწვრთნელმა დაამკვიდრა.
    ისინი წავიდნენ პრეზიდენტთან და უთხრეს, რომ არ იმუშავებდნენ მასთან. ეს სრულიად რეალისტური სურათია თანამედროვე ფეხბურთში, რადგანაც მოთამაშეებს დიდი უფლებები აქვთ დღეს.
    თუ გუნდში გყავს 4-5 წამყვანი ფეხბურთელისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც რაიმეთი გაანაწყენებ, მათ შეუძლიათ მწვრთნელს სამუშაო დაატოვებინონ. ამ მხრივ საბერძნეთი გამონაკლისი არაა, ასეთი უმსგავსოებები ჩვენს ქვეყანაშიც ხდება" - განუცხადა "დეილი მეილს" გრემ სუნესმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter