სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოლიმპიადაზე წარმატებისთვის ქართველი სპორტსმენები სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ
    გვანცა ღვედაშვილი
    19.08.2016

     რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთი ჯგუფი 18 აგვისტოს დაბრუნდა სამშობლოში, - ძიუდოისტები, მშვილდოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები.

    თამაშების დამთავრებამდე 3 დღით ადრე საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზე 5 მედალია: ერთი - ოქრო, ერთი - ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

    ზემძიმე წონაში მოასპარეზე ძალოსნებმა: ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მანამდე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს ძიუდოისტებმა - ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს %105 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა.

    სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ.

    დადგენილების თანახმად ქართველი სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით მიიღებენ სოლიდურ პრემიალურ თანხებს.

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელწიფო პირველ ადგილზე გასულს 170.000 ლარს გადასცემს, მეორე ადგილოსანს - 102.000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენს 68.000 ლარი გადაეცემა.

    ქართველ ოლიმპიელებს საჩუქარი სამშენებლო კომპანია "სვეტმაც" გაუკეთა და მათ ბინები გადასცა. ოქროსმედალოსან ძალოსან ლაშა ტალახაძეს ბინა ბათუმში, "სვეტის" მშენებარე კომპლექსში გადაეცა. ამასთანავე კომპანიამ ბათუმში ბინები ირაკლი თურმანიძეს და შმაგი ბოლქვაძესაც აჩუქა, როგორც აჭარის რეგიონიდან ლიცენზიანტებს.

    შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოდის (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

    ქართველი სპორტსმენები სპორტის 13 სახეობაში იღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

    რიოს ოლიმპურ თამაშებში მონაწილე ქართველ მონაწილეთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს.

    მერვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი.

    ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

    ოლიმპიელების მეორე ჯგუფი, სრული შემადგენლობით თბილისში 25 აგვისტოს, გამთენიისას, 03:30 საათზე დაბრუნდება.

    პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქართველი ოლიპიელების შედეგებით კმაყოფილია და ოლიმპიადის დასრულებამდე კიდევ ერთ ოქროს მედალს მაინც ელოდება.

    "რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგებით და, ვფიქრობ, კიდევ წინ გველის წარმატება. კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობაში გვაქვს შანსი, რომ მედალი მოვიპოვოთ. მაგალითად, ვფიქრობ თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ.

    "ჩემი გადმოსახედიდან, სპორტსმენები კარგად არიან მომზადებული. მართალია, გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგალითად, ძიუდოისტმა ჭრიკიშვილმა სულ მცირე შეცდომა დაუშვა, ეს რომ არა, ის შესაძლოა, ოქროს მედალოსანი ყოფილიყო. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved