სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვინც უნდა მოვიდეს ფედერაციის სათავეში, მთავარია ფეხბურთისთვის საქმე აკეთოს"
    მარი მგალობლიშვილი
    19.09.2009

    კუპერმა ვაწაძე რამდენჯერმე იხმო გუნდში, თუმცა ტრავმების გამო "დინამოელს" თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ფეხბურთელის თქმით, ნაკრების წარუმეტებლობის მიზეზი ყველამ ერთად უნდა იძიოს - ფეხბურთელებმაც და სფფ-ს ხელმძღვანელობამაც.
    მათე ვაწაძე: იტალიასთან თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება იყო. ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონების და დახვეწილი ფეხბურთელების წინააღმდეგ. სამწუხაროდ 0:2 დავმარცხდით, როდესაც შეიძებოდა ფრეც გვეთაშა.
    გახსოვთ, როგორი გოლებიც გავუშვით - თუმცა ფეხბურთში ხდება ის, რომ შეიძლება საკუთარ კარშიც გაიტანო გოლი. გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ რაც კალაძეს დაემართა, სალაპარაკო თემა არ არის. ის, რომ თითქოს კახამ სპეციალურად გაიტანა გოლები, იმიტომ რომ იტალიაში თამაშობს, ეს საშინელი ტყუილია.
    ასეთი აზრი მხოლოდ იმ ქომაგს გაუჩნდება, ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევა. კახა კალაძეს ისეთი დიდი სახელი აქვს, რომ მას მსგავსი რამის გაკეთება და სახელის გატეხვა არ სჭირდება.
    "რეზონანსი": მოულოდნელი იყო შენთვის იტალიასთან გამოძახება?
    მ.ვ: მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ნაკრებში 4-ჯერ ზედიზედ გამომიძახა, თუმცა სამივეჯერ ტრავმა მივიღე და ვერ ვითამაშე. ამიტომ ნაკრებში გამოძახებას შეგუებული ვიყავი, მაგრამ იტალიასთან 18 კაციან სიაში თუ შემიყვანდა და თან მათამაშებდა ეს უკვე მოულოდნელი იყო.
    "რ": იტალიასთან მატჩის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარე თურქეთთან, რომლის დამარცხებაც დიდი ანგარიშით შეძელით...
    მ.ვ: თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია, დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით - რამდენიმე მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობს, ზოგი თურქეთის უმაღლეს ლიგაში გამოდის. როდესაც გუნდი ევროპის ჩემპიონია, იქ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ის სუსტი ნაკრებია.
    თუ ოთარ გაბელია ამ გუნდს შეინარჩუნებს, 70% პროცენტით იმის პირობას ვიძლევი, რომ თუ პირველ ადგილას ვერ გავედით, ფლეი-ოფში მაინც ვითამაშებთ.
    "რ": თურქეთთან მატჩამდე ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, გუნდმა კი თურქეთთან მოგება ეროვნული ნაკრებიდან დამატებული ფებხურთელების შედეგად შეძლო...
    მ.ვ: როდესაც 4 ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს დავემატეთ, ამ ფაქტმა უფრო თურქეთის გუნდზე იმოქმედა და დაიბნენ. ესტონეთთან მატჩს რაც შეეხება, მე შეკრებაზე ვნახე თამაშის ჩანაწერი და გაოგნებული დავრჩი როგორ წააგეს. პირველ ტაიმში მათ მომენტი არ ჰქონიათ, ბიჭებმა მართლა კარგად ითამაშეს. პირველ ნახევარში ცოტა იღბალი რომ ყოფილიყო, მინიმუმ 4 გოლს გაიტანდნენ.
    "რ": როგორც ნაკრების წევრი, ფეხბურთელებმა რა ზომებს უნდა მიმართონ?
    მ.ვ: 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, არ ვიძახი იმას რომ არ იხარჯებიან ფეხბურთელები, მაგრამ როცა სტადიონზე გახვალ უნდა ითამაშო იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ, რაც არა ნუ მოგვთხოვენ იმას.
    "რ": ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა...
    მ.ვ: ვინც გახდება პრეზიდენტი, მაქსიმალურად უნდა ეცადოს ფეხბურთისთვის კარგი საქმე აკეთოს. როცა მიხვდება, რომ თავისი მაქსიმუმი ამოწურა და მეტს ვერაფერს გააკეთებს, მაშინ უნდა სხვას დაუთმოს ადგილი. თუ ასე გააგრძელებენ და მაქსიმუმს გაიღებენ, იგივე ფეხბურთელებიც ბოლომდე დაიხარჯებიან, წარმატებებიც იქნება. ამ ყველაფრის შედეგად აიწევა საქართველოს ჩემპიონატის დონეც და ნაკრებისაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter