სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    შოთა არველაძეს სურს, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდეს
    მარი მგალობლიშვილი
    26.09.2009

    "ანორთოსისიდან" წამოსვლის შემდეგ ქართველ სპეციალისტს ინგლისის "ნიუკასლი" ეპატიჟებოდა, თუმცა თავად ქეცბაიამ არჩევანი საბერძნეთის "ოლიმპიაკოსზე" შეაჩერა. ახალგაზრდა მწვრთნელმა ბერძნულ კლუბთან ამა წლის 25 მაისს გააფორმა კონტრაქტი. თუმცა მას დიდ ხანს მუშაობა არ მოუწია, რამდენიმე დღის წინ ქეცბაიას პოსტი დაატოვებინეს.
    "ოლიმპიაკოსიდან" წამოსვლის შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ქეცბაია შესაძლოა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
    უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა მასზე სტატია, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერას ეხება.
    საფეხბურთო კარიერა ქეცბაიამ "ანორთოსისში" დაასრულა და აქვე დაიწყო მწვრთნელობა. ოთხი წლის განმავლობაში ქართველმა სპეციალისტმა გუნდი ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი და მოაგებინა კვიპროსის თასი. გასულ სეზონში კი "ანორთოსისი" გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
    ასეთი კარგი შედეგის გამო ქეცბაიას "ნიუკასლი" ეპატიჟებოდა. სეზონის დასრულების შემდეგ, ქეცბაიამ დატოვა კვიპროსული კლუბი და ჩაიბარა "ოლიმპიაკოსი," სადაც სამი თვე იმუშავა.
    სტატისტიკა ქეცბაიასი ბერძნულ კლუბში ასეთია. ქართველი სპეციალისტის მეთაურობით "ოლიმპიაკოსმა" ექვსი თამაში მოიგო. თუმცა ბერძენ გულშემატკივარს არ აკმაყოფილებდა გუნდის თამაში ჩემპიონატში.
    ქეცბაიას და "ოლიმპიაკოსის" გზები პირველად გადაიკვეთა 90-იან წლებში, როდესაც ქართველი ფეხბურთელი ათენის "აეკში" თამაშობდა სამი წლის განმავლობაში. ამ სამი წლის მანძილზე "ოლიმპიაკოსმა" ერთადერთხელ სძლია დედაქალაქურ კლუბს, ხოლო ქეცბაიამ პირველივე დაპირისპირებაში "ოლიმპიაკოსსა" და "აეკის" შორის გოლი გაიტანა და ეს გოლი აღმოჩნდა გამარჯვების.
    სწორედ ამ გოლის გამო "ოლიმპიაკოსის" გულშემატკივრებს ქეცბაია არ უყვარდათ და ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც "ოლიმპიაკოსში" მივიდა სამუშაოდ.
    წარმატების ფორმულა
    ქეცბაიასთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი "ოლიმპიაკოსში" იყო ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. "გულწრფელად ვუსურვე "ოლიმპიაკოსს" "ალკმაართან" გამარჯვება და ძალიან გამიხარდა, რომ ეს შეძლო" - განაცხადა ქეცბაიამ. "ალკმაარში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შოთა არველაძეა, თუმცა ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება არ შედგა.
    მომავალი გუნდი?
    "ოლიმპიაკოსში" ის იყო პირველი უცხოელი მწვრთნელი, იქნებ ახლა იფიქროს ქეცბაიამ ქართულ ფეხბურთში დაბრუნება, "დიდი სურვილი მაქვს ის გახდეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი" - განაცხადა შოთა არველაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter