მარიამ ნებულიშვილი
25.06.2020

 მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემია გამოაცხადა სამი თვეზე მეტი გავიდა. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ტემპი კვლავ მზარდია. ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9 მილიონ 500 ათასს აღემატება. კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა 485 ათასი ადამიანის სიცოცხლე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 5 მილიონზე მეტია. 

ბოლო პერიოდში შემთხვევების განსაკუთრებული ზრდის ტემპი შეინიშნება სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 42 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 103 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ამ მონაცემებით ბრაზილია კორონავირუსის გავრცელების მხრივ მე-2 ადგილზეა მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა ჟენევაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომავალ კვირაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს მიაღწევს. მისი განცხადებით არაერთი ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის წინაშე უკვე დგას და ამ დროისთვის მოთხოვნა პროდუქტზე მის არსებულ მარაგს აღემატება.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაიწყო. ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში პირველი ინიექცია, მოხალისეს უკვე შეუყვანეს. მას შემდეგ რაც პრეპარატის ცხოველებზე ჩატარებული კვლევები წარმატებულად დასრულდა, COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლო ვაქცინას 300 ადამიანს გაუკეთებენ.

გამოცდის პირველი ეტაპის შემდეგ, კვლევა ოქტომბერში, 6 ათასამდე მოხალისის მონაწილეობით გაგრძელდება სამეფო კოლეჯის მიერ შემუშავებული მეთოდი ვაქცინის წარმოების ახალი მიდგომაა, რომლის მიზანია იმუნური სისტემის რეაგირების გამოწვევა, COVID-19 ვირუსის განვითარების გარეშე. სამეფო კოლეჯის მკვლევარების გუნდი იმედოვნებს, რომ ვაქცინის მასიური გავრცელება დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში 2021 წლიდან დაიწყება.

Bloomberg-ის მონაცემებით. მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინისა და მედიკამენტების შესაქმნელად 200-ზე მეტი პროგრამაა ამუშავებული. ამ დროისთვის 70-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს კორონავირუსის ვაქცინაზე. თუმცა, ყველა პირველ ეტაპზეა, ამასთანავე მუდმივად იტესტება სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტიანობა. მათ მიერვე 17 ივნისს განახლებული მონაცემებით დაბალბიუჯეტური ფართოდ გამოყენებული ანთების საწინაამღდეგო პრეპარატი გახდა პირველი სამკურნალო საშუალება, რომელმაც აჩვენა სიცოცხლის შემანარჩუნებელი შედეგები კოვიდ-19 ის წინააღმდეგ.

ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის სამკურნალოდ ფართომოხმარების პრეპარატის დექსამეტაზონის ეფექტურობის შესახებაც. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, დექსამეტაზონი აპარატზე შეერთებულ პაციენტებში მესამედით ამცირებს სიკვდილიანობის რიცხვს. ოქსფორდის პროფესორების კვლევის მიხედვით, დექსამეტაზონმა შეამცირა სიკვდილიანობა, მაშინაც კი, როდესაც ტრამპის მიერ მხარდაჭერილი მალარიის საწინაამღდეგო წამლებმა ვერ გაამართლა.

რაც შეეხება, კოლექტიურ იმუნიტეტს, რომელსაც ასევე, აქტიურად განიხილავენ მთელს მსოფლიოში. ნოტინგჰემისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტების მათემატიკოსების სტატიაში, რომელიც ჟურნალ Sience-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ კოლექტიურ იმუნიტეტს კორონავირუსის დამარცხება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ იგი მოსახლეობის მსოფლიო 43%-ს ექნება გადატანილი.

ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამის კვლევა მიმდინარეობს. ტიკარიძე აღნიშნავს, რომ ამ გენომის შტამს სხვა ქვეყნებში გამოკვლეულ გენომის შტამებს შეადარებენ.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას, სომხეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 ათასს გადასცდა. აზერბაიჯანში 14 ათასს, ხოლო რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 600 ათასზე მეტია. საქართველოში კორონავისუსის 917 დადასტირებული შემთხვევაა. აქედან, 776 ადამიანია გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×