თამთა ჩაჩანიძე
15.05.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, სიკვდილიანობის ოფიციალური მონაცემები გაცილებით დაბალია, რამაც გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო ფატალურ შემთხვევებს მალავს და ადამიანთა გარდაცვალების მიზეზად უბრალო პნევმონიას ასახელებს, რაზედაც Financial Times-მა და New York Times-მა ჯერ კიდევ 11 მაისს დაწერეს.

პნევმონიის ოფიციალურ მაღალ მაჩვენებელს მოწმობს სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებაც. მისი თქმით, 1-ელი მარტიდან დღემდე ქალაქსა და გარეობნებში „უბრალო პნევმონიით" 694 ადამიანი გარდაიცვალა (საშუალო წლიურზე 5,5-ჯერ მეტი), მაშინ როცა კორონავირუსის მსხვერპლთა ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ 63 გარდაცვლილია.

11 მაისს Financial Times-მა და New York Times-მა დაწერეს, რომ რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვლევარებს საგონებელში აგდებდა, რადგან ოფიციალური მონაცემები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი,რაც მათი თქმით მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება კოვიდ-19 ინფექციით გარდაცვალებულთა მონაცემებს აყალბებს და რეალური მონაცემები გაცილებით მეტია.

სტატიებმა რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, სახელმწიფო სათათბირომ რუსეთში ამერიკული სააგენტოების ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერება მოითხოვა.

ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე დუმის მოთხოვნას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთმა ორივე გამოცემას სტატიების უარყოფის შესახებ უკვე მიმართა და აკრედიტაციის გაუქმებაც მათ პასუხზეა დამოკიდებული.

სტატიებს მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტიც უარყოფს, ისინი აცხადებენ რომ გარდაცვალებულთა სტატისტიკის გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
რუსეთი ოკუპანტია   (15.05.2020)
მოგტყვნიათ ჯიში გაწყდით თქვენი დედაც მოვტყან


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×