თამთა ჩაჩანიძე
01.04.2020

რუსეთში ლენინგრადის ოლქში ქალაქ ვოლხოვში კორონავირუსის გამო შესვლა შეიზღუდა, სხვა რეგიონის მაცხოვრებლები შეირაღებულ პირებს ხვდებიან, რომლებსაც ქიმიური დამცავი აღჭურვილობა აცვიათ და ზოგი ტყვიამრქვევითაცაა შეიარაღებული.

სოცქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ რეგიონის შესასვლელი გადაკეტილია, გზაზე ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადები, ე.წ. ზღარბებია აღმართული და შეიარაღებული პირები დგანან.

რაიონის ადმინისტრციის ხელმძღვანელი ალექსეი ბრიცუნი საკუთან ინსტაგრამზე წერს, რომ ქალაქის დატოვება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ქალაქგარეთ მუშაობს და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

„გზები ზოგან ბეტონის ბლოკებით გადაიკეტება, ზოგან კი პოლიციის, როსგვარდიის და ადმინისტრაციის ბლოკპოსტები დაიდგმება," - განაცხადა ბრიცუნმა.

რუსეთში 50-ზე მეტ რეგიონის თვითმმართველობებმა იზოლაციის რეჟიმი შემოიღეს, რომლის თანახმად, მოქალაქეებს რეგიონის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×