თამარ შუკვანი
31.03.2020

ბელარუსის პრეზიდეტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის თემა „რუსული ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასი" იყო. ორივე ქვეყანა ამ მხრივ მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და დივერსიფიკაციის საშუალება ფიზიკურად არ აქვს. იმ ფონზე კი, როდესაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში გაზზე მოთხოვნილებაც და ფასიც დაეცა და ახლა 1000 კუბური მეტრი 100 დოლარზე ნაკლები ღირს, რუსული გაზის 1000 კუბური მეტრი სომხეთს 165 დოლარი უჯდება, ბელორუსს კი - 127 დოლარი.

ინფორმაცია ორი ქვეყნის პრეიზდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ბელორუსის ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„სომხური მხარის ინიციატივით, დღეს ბელორუსის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ალექსანდრე ლუკაშენკომ და ნიკოლა ფაშინიანმა განიხილეს ეკონომიკის ფუნქციონირება არსებულ რთულ პირობებში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები და სირთულეები," - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ბუნებრივი გაზის ფასების შესახებ, რომელიც მიეწოდება როგორც ბელარუსს, ასევე სომხეთს. ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ფასები გადაჭარბებულია და არ შეესაბამება არც მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასებს და არც ზოგადად არსებულ ვითარებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ თებერვლის დასაწყისში სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა აღნიშნა, რომ წელს მინსკში გაზის მიწოდება იგივე პირობებში მოხდება. მოგვიანებით, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი კრუტოიმ თქვა, რომ ბელარუსი არ გამორიცხავს მიმდინარე წლისთვის ქვეყნისთვის რუსული გაზის „უმნიშვნელო კორექტირებას."

მისი თქმით, „გაზპრომთან" მოლაპარაკების დროს ბელორუსი შეეცადა მცირე კორექტირებას მის სასარგებლოდ, მაგრამ როგორც საბაზო შემთხვევაში გაზის ფასი ისევ 127 დოლარია.

მოგვიანებით, იმავე თვეში, „გაზრპომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და ბელარუსის ელჩმა რუსეთში ხელი მოაწერეს 2020 წლის დოკუმენტს ბელორუსისთვის გაზის მიწოდების ფასების პროცედურის შესახებ. ამავე დროს ბელარუსი ამტკიცებს, რომ მინსკისთვის რუსული გაზი იაფი უნდა ყოფილიყო.

ბელარუსის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „გაზპრომმა" მისი ქვეყნისთვის გაზის მიწოდებით სამჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგებიდან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×