თამთა ჩაჩანიძე
28.03.2020

კორონავირუსი უკვე ჩრდილოეთ ევროპაშიც მასიურად ვრცელდება, შვედეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი სამი ათასს უახლოვდება და გარდაცვლილია 70 ადამიანი. ამის ფონზე კი ხელისუფლებამ ეპიდემიასთან ბრძოლის ორიგინალური სტრატეგია აირჩია - შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა კორონავირუსს საერთოდ არ ებრძოლოს.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ უმჯობესია მოსახლეობის უმრავლესობამ უბრალოდ მოიხადოს კორონავირუსლი, რის შედეგადაც შვედებს ამ ინფექციის მიმართ „კოლექტიური იმუნიტეტი" ჩამოუყალიბდებათ. ამის შესახებ შვედური გამოცემა„აფტონბლადეტი" წერს.

დღეისათვის შვედეთში სკოლები, რესტორნები და სხვა ობიექტები ჩვეუკებრივად განაგრძობენ ფუნქციონირებას. დაწესებულია მხოლოდ ერთი შეზღუდვა - 27 მარტიდან 500-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა. საზღვრებზე არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, ქვეყნაში ევროკავშირის მოქალაქეები თავისუფლად შედიან, კარანტინში კი ადამიანებს მხოლოდ კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გზავნიან.

ამასთან, ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ - მხოლოდ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მიდგომა თავად შვედეთის ხელისუფლებაშიც კამათს იწვევს. მაგალითად, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევინმა. უკმაყოფილება სოცქსელებშიც იზრდება და სულ უფრო მეტი შვედი ითხოვს თავისი ხელისუფლებისაგან ეპიდიმიასთან ბრძოლაში უფრო რადიკალური მეთოდების გამოყენებას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×