თამთა ჩაჩანიძე
13.12.2019

 რუსეთის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის, ევროპის ლიდერი სახელმწიფო მომგებიან წინადადებაზე წამოაგო, რომლის მიხედვითაც ნავთობსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2",რომელიც მთელს ევროპას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს ხდის, მის ტერიტორიაზე გაივლის და გვერდს აუვლის უკრაინასა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებს.

აშკარაა, რომ ამ ნავთობსადენით რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური სარგებლით არაა დაინტერესებული, ზუსტად ამიტომ აშშ-ის კონგრესმა პროექტის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი, რაც მძიმედ დაარტყამს გერმანიას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა კი შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ რუსულ ნავთობსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ზე სანქციები არ დააწესოს, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი აქვეყნებს.

მაასმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ვაშინგტონის დარწმუნებას ცდილობს, რომ შეზღუდვებზე უარი თქვას. "ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამერიკელებთან," - თქვა მან.

მან „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები ევროპულ საქმეებში ჩარევად შეაფასა. აღნიშნა, რომ ევროპის ენერგოპოლიტიკის საკითხები ეხება ევროპას და არა ამერიკას. იგი ასევე აცხადებს, რომ გერმანია „პრინციპულად უარყოფს" გარე სანქციებს და ჩარევებს, რომელსაც ექსტრატერიტორიული შედეგები აქვს.

10 დეკემბერს აშშ-ს კონგრესმა 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტში, რუსეთის ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ისა და თურქული ნაკადის მილსადენების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტმა ამ სანქციებს ევროკავშირის სუვერენიტეტის საფრთხე უწოდა. გერმანიის და რუსეთის სავაჭრო პალატამ აშშ-ს შეზღუდვები დაგმო და განაცხადა, რომ ევროკავშირმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×