სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.12.2019

     ნატო 16 ივნისს პოლონეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს და ამ წელს ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება მსოფლიოში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 12 ქვეყნიდან დაახლოებით 18 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 2.5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

    რადიო პოლონეთის ცნობით, მანევრები ჩატარდება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვასა და ჰაერზე. წვრთნების მიზანია კოორდინირებული მოქმედებების შემუშავება და პოლონეთის არმიის ნატო-ს მოკავშირეთა ჯარებთან შეთავსება „ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით".

    DRAGON-19-ის მანევრებს შეუერთდება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადას, გერმანიის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ჯარების ნაწილები.

    ბოლო პერიოდში პოლონეთის ხელმძღვანელობა ცდილობს ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ყოფნა გაზარდოს, რაც პუტინის რუსეთის გაძლიერებულ მადას უკვაშირდება. ვარშავაში შიშობენ, რომ ქვეყანა შეიძლება რუსეთის სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდეს და ამისთვის პრევენციულ ზომებს იღებენ. მთავარი მიზანი ამერიკული ბაზის განლაგებაა, თუმა შეერთებული შტატები ჯერჯერობით მზად არ არის პოლონეთში აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას.

    მიმდინარე წლის 12 ივნისს, პოლონეთის პრეზიდენტი ანდრიჟ დუდა, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ პოლონეთში ამერიკული ჯარების რაოდენობის მცირე ზრდა შესაძლებელია.

    „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმის დასადგენად, ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ თუ არა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. სამინისტროდან აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ვერ მივიღეთ, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×