სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.12.2019

     სომეხთა გენოციდის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ რეზოლუციის ერთხმად მიღებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ისტორიულს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს, თანაც არც იმას გამორიცხავს, რომ აშშ-ს მაგალითს სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ.

    აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბულია, რაც ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და ანკარის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეს-400-ების შესყიდვას უკავშირდება.

    აშშ-ს სენატმა მყარი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალურ იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების ის შესახებ. თავად თურქეთი გენოციდს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხები პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.

    „ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან სენატი ამდენ ხანს ამას არ აკეთებდა, მუდმივად დროს წელავდა და მარტო ქვედა კომიტეტებში ახდენდა ამ თემის ინიცირებას. სომეხთა გენოციდი, ეს მასობრივი ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, აქტუალური თემაა და ბევრი სახელმწიფო აღიარებს ამას, თუმცა, ქვეყნების მიერ ამის აღიარებას არავითარი იურიდიული ვალდებულება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა და თურქეთის ხელისუფლებისთვის შეტყობინებაა, ამას პოლიტიკური შედეგი ექნება.

    „დროებით დაიძაბება ურთიერთობები, რადგან ეს პირველი სახელმწიფო არაა, რომელიც გენოციდს აღიარებს. ისეთმა წამყვანმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, როგორიცაა საფრანგეთი, აღიარა და ურთიერთობები საფრანგეთსა და თურქეთს შორის მაშინაც დაიძაბა, შემდეგ შედარებით გაუმჯობესდა. ეს ის თემა არაა, რომელიც სამუდომოდ აფუჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. დროებით დაიძაბება, რამდენიმე თვე გასტანს და შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან მხარეები მეტ-ნაკლებად პრაგმატულ თანამშრომლობას. თურქეთისთვის ვიწროვდება წრე და ალბათ მოუწევს თავის დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ გადახედოს.

    „აშშ-ს, რა თქმა უნდა, ბევრი სახელმწიფო უყურებს, თუმცა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დიდი ხანია ეს გენოციდი აღიარა, მაგრამ სენატის აღიარება გარკვეულწილად მოტივაცია იქნება, სხვა სახელმწიფოებმაც აშშ-ს მიბაძონ. ამ სახელმწიფოების მიერ გენოციდის აღიარებას არავითარი ვალდებულება არ მოყვება, მით უმეტეს იურიდიული. ეს არის ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტია თვითონ თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულება იმ მოვლენის მიმართ, რაც განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის დროს," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

    ცნობისათვის, სომხების გენოციდი აშშ-ის ისტორიაში პირველად აღიარეს სახელმწიფოს დონეზე. აქამდე მხოლოდ რამდენიმე შტატმა აღიარა.

    შეგახსენებთ, 1915 წლის 24 აპრილს სტამბულში სომხეთის ინტელიგენციის 800 წარმომადგენელი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახოცეს. ამის შემდეგ დაიწყო ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობები და დეპორტაცია, რის შედეგადაც მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა.

    სომეხთა გენოციდის ფაქტი პირველმა ოფიციალურად  ურუგვაიმ 1965 წელს აღიარა. ამის შემდეგ, აღიარებას კიდევ 21 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და კანადა. 2009 წელს, სომეხთა გენოციდი ავსტრალიამ და შვედეთმა აღიარეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×