სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    30.10.2019

     1-ელი ნოემბრიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთი და რუსეთი ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ, ამის შესახებ 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

    ამ განცხადების საფუძველი კი გახდა ის, რომ სოჭში რუსეთ-თურქეთს შორის 150-საათიანი შეთანხმების დრო ამოიწურა. ეს დრო მათ ქურთებს დაუთმეს, რათა მათ ტერიტორია დაეტოვებინათ.

    თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი პატრულირება თურქეთის საზღვრიდან 7 კილომეტრში განხორციელდება. მისივე თქმით, ე.წ. უსაფრთხო ზონის ტერიტორია ქურთ მებრძოლებს ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ.

    თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ "უსაფრთხო ზონა"თურქეთ-სირიის საზღვრიდან სირიაში 30 კილომეტრის სიღრმეში გავრცელდება, და საჭიროების შემთვევაში თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ამ სივრცეს გაფართოვებს.

    27 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით ქალაქ კობანიში რუსეთიდან სამხედრო პოლიცია ჩავიდა. თურქეთის სამხედროები რუსებთან ერთად კოორდინირებულნი იქნებიან გარკვეულ წერტილებზე, რათა ერთმანეთს ერთობლივი ადგილმდებარეობა მიუთითონ.

    23 ოქტომბერს ალეპოს პროვინციის ქალაქ მანბიჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ სირიის არმიის წინა ხაზების პატრულირება მოახდინა, რომელიც ოქტომბერში დამასკოს კონტროლის ქვეშ მოექცა.

    22 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირია-თურქეთის საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებენ. სირიაში მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტებმა სოჭში ისაუბრეს. მოლაპარაკებები ექვს საათს გაგრძელდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×