სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    21.10.2019

     „ჩვენ თქვენ გითვალთვალებთ"- ასეთი ტიპის მუქარისშემცველი შეტობინებები მიიღეს მობილური ნომრებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ესტონეთში ნატოს მისიით მყოფმა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ამის შესახებ ცნობას ლიეტუვის ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. იქვე აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირები ამ ფაქტს მოსკოვს უკავშირებენ, რომლის მიზანი ჯარისკაცებზე და ადგილობრივ მისახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინებაა.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელიც ამჯერად კიევში ჰიბრიდული ომის ელემენტებზე მუშაობს, „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზემოაღნიშნული, კლასიკური ფსიქოლოგიური ომია, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

    „ეს კლასიკური ფსიქოლოგიური ომია, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.

    თავის მხრივ ჰიბრიდული ომი ექვს განზომილებად იყოფა: 1.საინფორმაციო, 2.სამხედრო, 3.ეკონომიკური, 4. ფსიქოლოგიური, 5. სპეციალური ოპერაციები, 6.პოლიტიკური, რუსებმა ამ შემთხვევაში სწორედ ფსიქოლოგიური ომი გამოიყენეს.

    „ფსიქოლოგიურ ომს სამხედროების ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ, მათი მორალური და ფსიქოლოგიური უნარების დაქვეითებისთვის, ასეთ ფსიქოლოგიურ ომში დაშინების ელემენტებიც შედის.

    „ამ შემთხვევაში კიბერშეტევის ნიშნებია, რომელიც ასევე საინფორმაციო ომის ნაწილია."-აცხადებს მაისაია.

    ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან" ამბობს,რომ მსგავსი ტიპის ოპერაციებს ბალტიისპირეთში რუსეთის გარდა არავინ ახორციელებს, რადგან ის ამ რეგიონითაა დაინტერესებული.

    „ეს, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული ომის ნაწილია, პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და როდესაც ნატოს ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დასკვნები დაიდება, მაშინ შეგვეძლება უფრო დამაჯერებლად გავიშვიროთ თითი მოსკოვისკენ.

    "თუმცა, ძალიან მაღალი ალბათობით, ნატოს წინააღმდეგ მსგავს ჰაკერულ, თუ სხვა ტიპის ოპერციებს რუსეთის გარდა არავინ ახორციელებს, მითუმეტეს, თუ იმ რეგიონსაც გავითვალისწინებთ, სადაც ეს ხდება, რომელიც რუსეთის მოსაზღვრეა.

    „ეს რომ ჩინეთს დააბრალონ, მას ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ინტერესი არ აქვს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს უთვალთვალოს და მუქარის შეტყობინებები გაუგზავნოს."-აცხადებს იგი.

    სალუქვაძისვე შეფასებით, რუსეთს ჰყავს ე.წ. პრანკერები, რომლებიც მობილურ ნომრებსა და მათ მფლობელებს ადვილად ადგენენ.

    „ის, რომ მათ მობილური ტელეფონების ნომრების მოძიება არ გაუჭირდებათ, ამაზე მათი „პრანკერობის" მდიდარი გამოცდილებაც მეტყველებს, ვიცით, რომ რუს „პრანკერებს" ბევრ პოლიტიკოსთან აქვთ დანარეკი, მაგალითად, ჟურნალისტს, რომ უკრაინელ პოლიტიკოსთან სჭირდებოდეს ინტერვიუს ჩაწერა, მისი მობილური ნომერის გაგება გაუჭირდება, მაგრამ პრანკერებისთვის ეს პრობლემა არაა, რომ მაგალითად, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ან უკრაინის რომელიმე პოლიტიკოსს დაურეკონ.

    „არსებობს სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებითაც მარტივია ნომრების მოძიება და შემდეგ გაანალიზება, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნომერი და ამის შემდეგ ხდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

    „არ მგონია ნატოში ვინმეს ამ მესიჯების შეეშინდეს, მაგრამ, თვითონ ფაქტი საკმაოდ გამომწვევი და თავხედურია, იმედი მაქვს, რომ ამაში ჩაერთვება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები და ყველაფერი დადგინდება, დადგინდება ადრესატები, თუ საიდან წამოვიდა ეს შეტყობინებები და მიეცემა სათანადო შეფასება ამ გამოხტომას.

    „თვითონ სტილი, რომ „ჩვენ გითვალთვალებთ"- რუსულ ხელწერაზე მეტყველებს, ვის შეეძლება, რომ უთვალთვალოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სამხედროებს, ან ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგ რეგიონით სხვა დაინტერესებული არავინაა, ისინი კი თავიანთ თავებს ამ მესიჯებს არ გაუგზავნიდნენ."-აცხადებს სალუქვაძე

    „ტელეგრაფის" ცნობით, სოციალური ქსელებისა და მობილური ნომრების მეშვეობით ამ ტიპის შეტყობინებებს ესტონეთში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები 2017 წლიდან იღებენ, იმ დროიდან, როდესაც ისინი ამ ქვეყანაში ნატოს მისიით ჩავიდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×