სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    20.10.2019

      

    მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი „ადმირალ ნახიმოვი" რუსეთის ფედერაციის სამხერდო-საზღვაო ფლოტის არსენალში ყველაზე სახიფათო საბრძოლო ხომალდი იქნება. ამის შესახებ გამოცემა „Military Watch Magazine" წერს. ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ „ადმირალ ნახიმოვი" რუსეთის შეირაღებაში 2021 წლიდან დაბრუნდება.

    „კრეისერის ჰიპერბგერითი რაკეტები ნებისმიერი მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან - თვითმფრინავებს ექსტრემალურ, 400 კმ-იან დაშორებაზე, ხოლო ხომალდებისთვის კი სახიფათოა ათასობით კილომეტრის დისტანციაზეც", - წერს გამოცემა.

    ამავე წყაროს ცნობით, სამხედრო ხომალდზე დამონტაჟებული იქნება დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტები და უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილობაში შევა რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი სამხედრო სისტემები, საზენიტო-სარაკეტო არტილერიული კომპლექსი „კორტიკი" და საზენიტო სარაკეტო კოომპლექსი „რედუტი".

    გამოცემის ცნობით, გემის ძირითად იარაღად რაკეტა „ცირკონი" სახელდება, რომელსაც ათასი კილომეტრის დისტანციაზე არსებული სამიზნის განადგურება შეუძლია.

    „ადმირალ ნახიმოვი" 1999 წლიდან სარემონტოდ დგას, თუმცა მისი რეალურად აღდგენა და განახლება 2013 წლიდან დაიწყეს. 2021 წლიდან მისი დაბრუნება რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტში იგეგმება.

    აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდებით - „ადმირალი ნახიმოვი" - საბჭოთა პერიოდში შავ ზღვაზე საკრუიზო ხომალდი მოძრაობდა, რომელიც 1986 წლის 31 აგვისტოს ნოვოროსიისკის პორტის მახლობლად, ნაპირიდან 4 კმ-ში ჩაიძირა. ამ ტრაგედიის დროს ბორტზე მყოფი 1234 ადამიანიდან 423 დაიღუპა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×