სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    18.10.2019

     რუსეთი ჟენევის საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლას გეგმავს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას შესაბამისი კაონპროექტი წარუდგინა. შეთანხმებაზე ხელმოწერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მოხდა, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის კომპეტენციას შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

    პუტინის მიერ შეტანილი კანონპროექტის განმარტებაში წერია, რომ შეთანხმებიდან გასვლა, „საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე მზარდი რისკებისა" და „არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების" გამო მოხდა. იქვე აღნიშნულია დამატებითი მიზეზი - რომ კომისიაში რუსეთის წარმომადგენელი არ არის, ქვეყანა კი ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ფულს იხდის.

    ხელშეკრულება, რომელიც ცნობს საერთაშორისო კომისიის კომპეტენციას შეიარაღებულ კონფლიქტებში ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიების შესახებ, საბჭოთა კავშირის მიერ რატიფიცირებული იქნა 1977 წელს. თავად კომისია შეიქმნა 1949 წელს, ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად.

    1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჟენევის მეოთხე კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმად იქცა, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდა ყველა ქვეყნისთვის. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კონვენციის მთავარი მუხლი მშვიდობიანი მოსახლეობისა და უშუალოდ ომში მონაწილეთა ერთმანეთისგან გარჩევას ავალდებულებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ere   (20.10.2019)
    dzalian kargi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×