სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    11.10.2019

     წითელ ზღვაში ირანულ ნავთობმზიდზე 20 წუთიანი ინტერვალით ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. აფეთქბა სავარაუდოდ სარაკეტო იერიშმა გამოიწვია - გემს ორი რაკეტა აქვს მოხვედრილი.

    ირანული სააგენტო „ისნა" იუწყება, რომ ტანკერზე თავდასმხა საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯედასგან დახლოებით 100 კმ-ის დაშორებით ზღვაში მოხდა. აფეთქების შედეგად ნავთობზიდის ორი რეზერვუარი დაზიანდა, რის შედეგადაც ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა, ამავე წყაროს ცნობით, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. სააგენტო ამ ინციდენტს ტერორისტულ აქტად აფასებს.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ თავის თავზე ჯერ არავის აუღია და ჯერჯერობით ოფიციალურად არც ირანის ხელისუფლ;ებას დაუდანაშაულებია ვინმე მომხდარში. თუმცა, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ სარაკეტო იერიშს გასულ თვეში საუდის არაბეთში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურეში ვითარება შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს.

    14 სექტემბერს დრონებით საუდის არაბეთის ორ ნავთობტერმინალზე საბრძოლო დრონებით მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც ქვეყნის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა პარალიზებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, დამატებით მოსალოდნელი თავდასხმებისა და ამის შედეგად დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, საუდის არაბეთმა დროებით ნავთობის მოპოვებაც კი შეამცირა.

    საუდის არაბეთის მოკავშირე აშშ ამ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს, თუმცა თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

    ის ფაქტი, რომ ამჯერად ირანულ ტანკერზე თავდასხმა საუდის არაბეთის ნაპირების სიახლოვეს მოხდა, ანალიტიკოსთა აზრით, ვითარებას განსაკუთრებით ართულებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×