სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.10.2019

     უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მზად არის გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დონბასში ომი დასრულდეს; ის საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ შეხვდეს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზელენსკის აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის იმედი აქვს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ დონბასთან დაკავშირებით, რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეული გარიგება შედგეს.

    „არ არის გამორიცხული, ზელენსკიმ მზადყოფნა გამოხატოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ავტონომიური სტატუსი მიანიჭოს, იმის სანაცვლოდ, რომ ამ ოლქების დეფაქტო ხელმძღვანელებმა აღიაროს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინას ეკუთვნის.

    "შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული გარიგება შედგეს იმის ფონზე, რომ რუსეთი ამ ოლქებს უკრაინას აკუთვნებს, ყირიმისგან განსხვავებით; ყირიმზე რუსეთს პრეტენზია აქვს და აცხადებს, რომ ის რუსეთს ეკუთვნის.

    „რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ე.წ. ორმაგ სტანდარტის პოლიტიკას მიმართავს, - ოფიციალურად აღიარებს, რომ ეს ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის, თუმცა, მხარს უჭერს სეპარატისტებს.

    "აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის; უკრაინა თვლის, რომ მას სეპარატისტულ რეგიონებზე ზეწოლის მოსახდენად მეტი ბერკეტი ექნება, თანაც რუსეთს აჩვენებს, რომ უკრაინამ დამატებით შემოსავალი მიიღო და თავად რუსეთისთვის ამ რეგიონებში სეპარატიზმის მხარდაჭერა არ იქნება მომგებიანი," - განუცხადა ჩიტაძემ „რეზონანსს."

    ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ მისი მთავარი მისია ომის დასრულებაა და უკრაინულ მხარეს აქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

    უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან არ იცის, შესაძლებელია თუ არა დონბასში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

    ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენა სუსტდება.

    „აშშ-ის ინტერესი უკრაინის მიმართ გარკვეულწილად იზრდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ მზადყოფნას გამოხატავს უკრაინას შეარაღება მიაწოდოს; უკრაინის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინასთან თანამშრომლობის განვითარებას იმ მიზნით, რომ აშშ-მა განიმტკიცოს თავისი პოზიციები უკრაინაში რუსეთის საზღვრის სიახლოვეს.

    „ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ აშშ მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, სადაც დაახლოებით 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას და წვრთნები ჩატარდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე, არამედ დიდი ალბათობით, უკრაინასა და საქართველოშიც.

    „აშშ ყველანაირად ცდილობს, რომ რუსეთის გავლენა არა მხოლოდ უკრაინაზე, მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეზე შესუსტდეს და ამ მიზნით მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინას დაუხალოვდეს. თანაც, უკრაინაში მკვეთრად არის შემცირებული პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვი," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    ცნობისათვის, ბლუმბერგის ინფრომაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, ჯაველინის მიწოდებას დაუჭირა მხარი და კონტრაქტის ღირებულება 39 მილიონ დოლარს შეადგენს.

    ხელშეკურლების თანახმად უკრაინულ მხარეს ამერიკელები მიაწვდიან 150 რაკეტასა და 2 გამშვებ დანადგარს. 2018 წელს აშშ-მ 200 რაკეტა და 37 გამშვები სისტემა მიაწოდა კიევს. ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების შესყიდვა არ ეხება იმ 250 მილიონ $- იან სამხედრო დახმარებას, რომელსაც აღმოუჩენს აშშ უკრაინას ჯარის მოდერნიზებასა და ეროვნული წარმოების სრულყოფაში.

    უკრაინისთვის იარაღის სავარაუდო შესყიდვათა სიაში გარდა ჯაველინებისა შედის ისეთი შეიარაღება, როგორებიცაა 50 კალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, ღამის ხედვის ხელსაწყოები, ხელით გადასატანი ყუმბარმტყორცნები და რუსული არტილერიის აღმომჩენი სპეციფიური სარადარო დანადგარები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×