სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ბოლქვაძე
    24.09.2019

     მარიამ ბოლქვაძე

    ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ნურ-სულთანში, პოლიციამ ოპოზიციური მიტინგები ძალის გამოყენებით დაშალა და, სულ მცირე, 57 ადამიანი დააკავა. ხალხის პროტესტის მიზეზი ჩინური ინვესტიციები და არსებული პოლიტიკისადმი უკმაყოფილება გახდა. ხალხი ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში, უმსხვილესი ინვესტორისა და სავაჭრო პარტნიორის, ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ, აქტიურად იბრძვის. აქციის მონაწილეების ბანერებზე იყო წარწერები: „ნუ დავუშვებთ ჩინეთის ექსპანსიას". ოპოზიცია ჩინურ კომპანიებს ადგილობრივი პერსონალის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

    ყაზახეთის შს მინისტრის განცხადებით, ქალაქებში ნურ-სულთანსა და ალმათში 57 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც, არასასურველ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების გამო, შესაძლოა, ჯარიმები ან სხვა სახის სასჯელი დაეკისროს.

    მიტინგები, ასევე, გაიმართა პატარა ქალაქებში, მათ შორის, ჩიმკენტში, რომელშიც, „რადიო თავისუფლების" ცნობით, პოლიციამ მინიმუმ 20 ადამიანი დააკავა.

    აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი", რომლის საქმიანობაც ყაზახეთში არალეგალურად მიიჩნევა და რომლის ლიდერიც, მუხტარ აბლიაზოვი საფრანგეთში დევნილობაში ცხოვრობს. მას ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში 5 მილიარდი დოლარის გაფლანგვის ბრალდებით ეძებენ.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყნის დიდი ხნის მმართველმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა მარტში დატოვა, თუმცა ქვეყნის არაფორმალურ ლიდერად დარჩა. მის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ივნისში, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, ქასიმ ზომარტ თოქაევმა დაიკავა.

    21 სექტემბერს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, „ზოგიერთი მოქალაქე თანამემამულეთა სიმშვიდესა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის".

    ყაზახეთის გენერალური პროკურატურა მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ კოორდინირებული მოვლენისაგან თავი შორს დაეჭირა, რადგან სამართალდამცავები „უკანონო მიტინგების თავიდან ასაცილებლად მკაცრ ზომებს" მიმართავდნენ.

    „დექსტრუქციული ძალები საფრთხეს უქმნიან სოციალურ უსაფრთხოებას, ცდილობენ რა სოციალური და ეთნიკური შუღლის სტიმულირებას. გენერალური პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, იყვნენ კანონმორჩილნი, თავი შეიკავონ არალეგალურ ქმედებებში მონაწილეობისაგან და პროვოკაციებისგან, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობისგან," - ნათქვამია გენპროკურორის მოადგილის განცხადებაში.

    20 სექტემბერს ალმათში დაფუძნებული სამოქალაქო ინიციატივების უფლებების ჯგუფმა განაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ნურ-სულთანში, ალმათსა და სხვა ქალაქებში 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს და ჯარიმა დააკისრეს. მათ ბრალად ამ თვის დასაწყისში, არასასურველი სახის მიტინგების ორგანიზება და მათში მონაწილეობა ედებათ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×