სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    22.09.2019

     აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გამოძიება მოითხოვა. ბაიდენი დარწმუნებულია, რომ საუბრის დროს აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ზელენსკის მოსთხოვა გამოძების დაწყება ბუნებრივი აირის უკრაინულ კერძო კომპანია „Burisma Holdings"-თან დაკავშირებით, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იყო.

    ოფიციალური კიევი კი მანიპულაციად მიიჩნევს ამ საკითხს და არ სურს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო დაპირისპირებაში ჩაბმა.

    საქმე ეხება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარზე, რომელიც 25 ივლისს გაიმართა. 20 სექტემბერს, „უოლ სტრიტ ჯორნალმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბრისას ტრამპმა ზელენსკის რამდენჯერმე სთხოვა, დაეწყო გამოძიება თავად ჯო ბაიდენთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის ხელისუფლებისაგან იმ პროკურორის მოხსნას, რომელიც მის შვილის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების შეწყვეტით იმუქრებოდა.

    როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი" იუწყება, ტრამპმა ზელენსკის სთხოვა ამ საკითხზე მის პირად ადვოკატს, რუდოლფ ჯულიანის დალაპარაკებოდა.

    თავის მხრივ ჯო ბაიდენი, „როიტერის" ინფორმაციით, ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მსგავს მეთოდებს მასზე გავლენის მოსახდენად იყენებს, რადგან იცის, რომ ბაიდენს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს:

    „როგორც ჩანს, ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების შემთხვევა. აღმაშფოთებელია, რომ უცხოელ ლიდერს დაუკავშირდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეძებს დახმარებას, ჩემზე ელაპარაკა და რაღაც მინიშნებებს აძლევდა...

    „ტრამპი ამას იყენებს, რადგან იცის, რომ მასზე ისე ვაპირებ ბრახუნს, როგორც დოლზე. ამიტომ ცდილობს, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება და მიმართოს სხვა ხერხებს, რათა მოახდინოს გავლენა ჩემზე", - განაცხადა ბაიდენმა.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და არც ტრამპის მხრიდან არ იგრძნობოდა ზეწოლა ზელენსკიზე. მისი შეფასებით, ეს იყო უკრაინის ჩათრევის მცდელობა აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უკვე დაწყებულ წინასაარჩევნო ბრძოლაში.

    ცნობისათვის, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა მხრიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატატ და შესაბამისად, მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარ მეტოქედ ჯო ბაიდენი მიიჩნევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×