სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    21.09.2019

     რუსულ სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზას" გადაწყვეტილი აქვს ვადამდე გაწყვიტოს კონტრაქტი სომხეთის ხელისუფლებასთან, რამაც შესაძლოა, სერიოზულად დაძაბოს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა. კონფლიქტის მიზეზი სომხეთში „რუსეთის რკინიგზის" შვილობილი კომპანიის, სომხეთის რკინიგზის მმართველი „სამხრეთ კავკსიის რკინიგზის" წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა.

    რუსული მხარე აცხადებს, რომ სომხეთიხელისუფლება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ აძლევს ფუნქციონირების საშუალებას და 2018 წელს დაწყებული საგამოძიებო სამუშაოების გამო მისი მუშაობის ბლოკირებას ახდენს. ამის შესახებ ტელეარხი „არტივიაი" იუწყება „რუსეთის რკინიგზაში" წყაროზე დაყრდნობით.

    კერძოდ, სომხეთის ხელისუფლება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. ამ მიმართულებით, „არტივიაის" ცნობით, სომხეთში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" წინააღმდეგ 7 ეპიზოდზე დაიწყო გამოძიება, რაც ერთ საქმეში გააერთიანეს.

    „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაში" ამ პრეტენზიებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. მათივე შეფასებით, სომხეთის ხელისუფლებას რეალურად ამ საკითხების გარკვევა რომ სდომებოდა და არა რუსეთძე ზეწოლა, მაშნ პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავდნენ, რასაც „რუსეთის რკინიგზასა" და სომხეთის მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

    რუსული მხარე აღნიშნული საკითხის მგვარებას სამთავრობო დონეზეც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. კერძოდ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მოლაპარაკება გამართა შესაბამის სამინისტროსთან და სომხეთის ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანთან. მოსკოვმა შესთავაზა სისხლის სამართლის საქმის დახურვა. სამაგიეროდ კი, ისინი მზად იყვნენ ერევნისთვის დამატებითი ინვესტიციები გნეხორციელებინათ სომხეთში.

    დიალოგმა შედეგი არ გამოიღო. შესაბამისად, მოსკოვი სომხეთთან არსებული შეთანხმების გაუქმების გზებს განიხილავს. ამის შესახებ „არტივიაის" წყარომ განაცხადა.

    სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" საქმიანობის შემოწმება თავად სომხეთის ინტერესების დასაცავადაა საჭირო და დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Saertod   (21.09.2019)
    Rac ufro daidzabeba urtiertoba nabozvar somxetsa da nabozvar rusets shoris, Saqartvelos xeiria!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×