სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    20.09.2019

     პეტნაგონს აქვს გეგმა, როგორ გაარღვიოს კალინინგრადის ოლქში რუსეთის ღრმადეშელონირებული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა და ამისთვის სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის ტრენინგს გადიან, აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ხელმძღვანელი ჯეფრი ჰარიგანი.

    „ჩვენ ტრენინგებს გავდივართ, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ამ გეგმაზე, და.... თუ როდისმე საჭირო გახდება, ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით," - განაცხადა ჰარიგანმა.

    რუსული მედია წერს, რომ ჰარიგანმა არ გაამხილა კალინინგრადის რეგიონის საჰაერო თავდაცვის გარღვევის გეგმის დეტალები, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მრავალდონიან ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს მტრის სამიზნეებზე ერთდროულ ზემოქმედებას საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კოსმოსური სისტემებით, ასევე კიბერ-იარაღისა და ელექტრონული სისტემების გამოყენებას.

    ამან რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კალინინგრადის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა ჰარიგანს ურჩია წაეკითხა წიგნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებას აღწერს.

    საკითხი სახელმწიფო დუმაშიც განიხილეს და შეერთებული შტატების შესაძლებლობა ეჭქვეშ დააყენეს.

    მანამდე, სექტემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ს წარმოებულ თავდაცვის სისტემებს არ შეუძლია თავდასხმის მოგერიება, რადგან მათი თქმით, საუდის არაბეთში უპილოტო თვითმფრინავებს ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა დეკლარირებულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის გამო.

    „რუსეთის ყველა რეგიონის უსაფრთხოება, მისი სხვადასხვა ასპექტებით, უზრუნველყოფილია სათანადო დონეზე," - ირწმუნება კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×