სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    15.09.2019

     საუდის არაბეთში მასშტაბური სანავთობო კრიზისი დაიწყო, რომელიც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ქვეყანა დიდ დანაკარგს განიცდის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის გამო, რომლებმაც საუდის არაბეთის ორი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. უფრო დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ნავთობის მოპოვება გაანახევრა.

    თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი მეამბოხე ჰუსიტების დაჯგუფება „ანსარ ალაჰმა". თუმცა, თავად საუდის არაბეთი და ასევე მისი მოკავშირე აშშ ამ თავდასხმებში უშუალოდ ირანს ადანაშაულებენ.

    საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის" ინფორმაციით, საუბარია საუდის არაბეთის ეროვნულ ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „საუდი არამკოს" კუთვნილ აბკაიკესა და ჰურაისეს საბადოებსა და იქვე განლაგებულ ნავთობის გადა,მამუშავებელ ქარხნებზე. 14 სექტემბერს მოიერიშე დრონებით მათზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

    ახალი თვადასხმებისა და კიდევ უფრო დიდი დანაკარგების შიშით, საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება გაანახევრა და ახლა ქვეყანაში ყოველდღიურად მხოლოდ 5 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ და ამუშავებენ.

    ხანძარი კოსმოსიდანაც ჩანს. ნასა-ს მიერ გამოქმეყნებულ ფოტომასალის მიხედვით, ცეცხლი აბკაიკის საბადოდან დაახლოებით 80 კმ-მდე ტერიტორიას ფარავდა, ხოლო თავდასხმა 10-მდე უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.

    შეგახსენებთ, რომ „საუდი არამკო" მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელსაც ნავთობის უმსხვილესი რეზერვი აქვს და მისი აქციები მთლიანად საუდის არაბეთს ეკუთვნის.

    მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აღნიშნა, რომ იემენის მონაწილეობა ამ თავდასხმებში დაუდასტურებელია და ბრალი ირანს დასდო:

    თეირანი საუდის არაბეთზე დაახლოებით 100 თავდასხმის უკან დგას და ეს ხდება მაშინ, რომდესაც როუჰანი (ირანის პრეზიდენტი) და ზარიფი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) თავს აჩვენებენ, თითქოს დიპლომატირი გზებით ცდილობენ საკითხის მოგვარებას. დეესკალაციის მოთხოვნის ფონზე ირანმა უპრეცენდენტო თავდასხმა განახორციელა, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს ენერგომომწოდებლებზე", - დაწერა პომპეომ „ტვიტერში" და დაამატა, რომ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ირანმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე.

    აღსანიშნავია, რომ აბკაიკეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შექმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა, რომ მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე იქონიოს უარყოფითი გავლენა.

    „აბკაიკი სისტემის გულია, ახლა კი იქ გული შეტევა მოხდა", - წერს „ბლუმბერგი" ოპეკის კონსულტანტის როჯერ დაივანის სიტყვებზე დაყრდნობით.

    ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ჰუსიტები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და გააგრძელებენ თავდასხმებს იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთი არ შეწყვეტს აგრესიის გამოვლენასა და იემენის ბლოკადას. ამის შესახებ ჰუსიტების წარმომადგენელმა იაჰია სარიმ განაცხადა.

    ცნობისთვის, იემენსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ჰუსიტები და ქვეყნის ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდა, ხოლო უკიდურეს დაძაბულობას კი 2015 წლის მარტში მიაღწია, როდესაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიცია შეიჭრა იემენში. ამ დროიდან ჰუსიტებმა საპასუხოდ დაიწყეს თავდასხმა საუდის არაბეთზე და იემენის ტერიტორიაზე არსებულ საუდის არაბეთის ობიექტებზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×