სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    09.09.2019

     „რუსეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები მიდის; ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი პრელუდიაა, მოსკოვის ოლქის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია დამარცხდა; ამ არჩევნების ფონზე, პუტინის „უანგარო" გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მას სურდა აქცენტი საგარეო პროცესზე გადაეტანა, თანაც მშვიდობის მტრედი გამოსულიყო," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია უკრაინა-რუსეთს შორის პოლიტპატიმრების გაცვლის საკითხზე საუბრისას.

    ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლი დათმობებზე მოსალოდნელი მოგების მიღების გარეშე არასდროს მიდის. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების უკან კი ყოველთვის ფარული ზრახვები იმალება. მიუხედავად რუსეთ-უკრაინას შორის გართულებული ურთიერთობებისა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შედგა და პატიმრების გაცვლის პროცესი წარმატებით დასრულდა.

    რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც მთელი საერთაშორისო ინსტიტუტები შეთანხმებისკენ მოუწოდებდნენ, დათმობაზე წასვლას არ აპირებდა, ამის მიუხედავად, 7 სექტემბერს უკრაინამ და რუსეთმა 35-35 პატიმარი გაცვალეს.

    ფაქტია, რომ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პუტინის დაყოლიება შეძლო. თუმცა, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მხოლოდ ვლადიმერ ზელენსკის შეუდრეკელი და ურყევი პოზიცია ვერაფერს შეცვლიდა, რუსეთში სერიოზული შიდა პოლიტიკური კრიზისი რომ არ მძინვარებდეს. მოსკოვში არჩევნებმა საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა, თანაც 45-დან 20 ადგილი ოპოზიციის კანდიდატებს ერგოთ, რაც მმართველი ძალისთვის არცთუ ისეთი ხელსაყრელია.

    თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ტაქტიკა და ახალი საგარეო პოლიტიკური ხედვა რადიკალურად განსხვავდება წინა მმართველის, პეტრო პოროშენკოს მიდგომისაგან. შედეგად, კიევმა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები დაიბრუნა და ზელენსკიმ ამ მოკლე ხანში „ერთგვარი გვირგვინიც" დაიმსახურა.

    „პუტინის მხრიდან ეს „წითელი ნაბიჯია." კრემლთან მოლაპარაკეკების წინააღმდეგი იყო პეტრო პოროშენკო და მისი წასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ჰუმანიტარული ჟესტი გამოეხატა. ვლადიმერ ზელენსკისთვის ეს არის საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური ქულა და ასდღიანი მმართველობის პერიოდში ერთგვარი გვირგვინიც კი.

    „რუსეთშიც საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები მიდის; ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი პრელუდიაა, მოსკოვის ოლქის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია დამარცხდა; ამ არჩევნების ფონზე, პუტინის „უანგარო" გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მას სურდა აქცენტი საგარეო პროცესზე გადაეტანა, თანაც მშვიდობის მტრედი გამოსულიყო. 45-დან „ერთიანმა რუსეთმა" მხოლოდ 25 ადგილი აიღო, ხოლო 20 ადგილი ოპოზიციამ დაიკავა. ესენი არიან „კომუნისტური პარტია", პოლიტიკური გაერთიანება „იაბლოკო" და „სამართლიანი რუსეთი". რუსეთში პირველად ჩატარდა პროპორციული არჩევნები," - აღნიშნა მან.

    მაისაია აცხადებს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ვერ დათბება, რადგან აქ ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს;

    „ეს ურთიერთობები საკმაოდ საინტერესო ფორმით ვითარდება. საქართველო და უკარაინა, პრაქტიკულად, ერთ ბედ ქვეშ არიან, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, უკრაინა რუსეთთან არ აპირებს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ ხაზზე არიან.

    „უახლოეს პერიოდში მათი ურთიერთობა ვერ დათბება, რადგან აქ ორი ფაქტორია; ყირიმის და დონბასის. დონბასში, საქართველოსაგან განსხვავებით, საბრძოლო ოპერაციები კვლავ გრძელდება, მიდის პოზიციური ბრძოლები და უკრაინელები არ ეგუებიან ასეთ მდგომარეობას. ასე რომ, უკრაინა ყოველთვის არის გლობალური პოლიტიკის სამეულ მოვლენებში, ჩვენგან განსხვავებით.

    „ზელენსკის მოსვლამ, ფაქტობრივად, კრემლის იმედები არ გაამართლა; ის უფრო ახორციელებს მედგარ და პრინციპულ პოლიტიკას. ეს გამოჩნდა კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მცირე ხანია რაც ხელისუფლებას წარმოდგენს. სულ მცირე 2-3 წლის განმავლოაბში ეს ურთიერთობა არ იქნება დამთბარი," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ცნობისათვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პროცესი 7 სექტემბერს დასრულდა. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სამშობლოს უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, ასევე მეზღვაურები, ჟურნალისტები და ბლოგერები დაუბრუნდნენ.

    რუსეთის მიმართულებით შესრულებული რეისის ბორტზე კი „რია ნოვოსტის" უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელი იმყოფებოდა. მასთან ერთად მგზავრობდა პატიმრებს შორის ყველაზე სადავო ფიგურა, ვლადიმირ ცემახი, რომელიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

    უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა დასავლეთმა დადებით სიგნალად შეაფასა. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი განიხილეს და ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელეს.

    სატელეფონო საუბარი შედგა ასევე რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორისაც; კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკის დადებითად შეაფასეს უკრაინასა და რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლება და გადაცემა.

    კრემლის ცნობით, პრეზიდენტებმა უპირველეს ყოვლისა აღნიშნეს ამ აქციის ჰუმანიტარული ასპექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასა და გაჯანსაღებისთვის. ამასთან ერთად, სატელეფონო საუბრისას პუტინი და ზელენსკი მომავალში კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    რუსეთი ოკუპანტია   (10.09.2019)
    პუტინ შენ მოგიტყან ცოლები დედა ცოლის დაქალები და მოკლეთ შევეცი რუსეთს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×