სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    05.09.2019

     უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ნელ-ნელა ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებენ, ისინი ოკუპირებულ ქალაქ გორლოვკას უახლოვდებიან, ტერიტორიების ნაბიჯ-ნაბიჯ დაბრუნების წარმატებული სვლა სექტემბერში უკვე მეორედ მოხდა, პირველ ჯერზე სამხედროებმა ეს უიარაღოდ შეძლეს.

    უკრაინული მედია აღნიშნავს,რომ ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იარაღს მუდმივად ისვრიან, რის გამოც დონბასის ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მუდმივად ირღვევა, სამხედროები ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ეს ადგილობრივი გეოგრაფიის თავისებურებაა - „ვინც პოზიციით მაღლა დგას - ის იგებს" - აცხადებს უკრაინის სამხედრო მოსამსახურე.

    "ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ეს ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ კვლავ დავიბრუნეთ იგი და ეს უკვე ჩვენს მიერ კონტროლირებადია. თუ პერიოდულად 400-600 მეტრით წინ წავიწევით, მაშინ ჩვენ გორლოვკაში უფრო სწრაფად შევალთ"

    „სამხედროები აღიარებენ, რომ შეტაკებამ და ჭურვების აფეთქებამ მათზე იმოქმედა, „იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ სანგრები გაეთხარათ ღამე იქნებოდა, მზე თუ წვიმა" - დაამატა მან.

    უკრაინული მედია წერს, რომ მათი სამხედროების პოზიციები ახლა მათსავე დაბრუნებულ ტერიტორიებზეა, სადაც გარშემო „რუსული სამყაროს" იქ ყოფნის უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკან დაიხიეს, მაგრამ დატოვეს უამრავი დანაღმული თხრილი.

    უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ მათ იმ ადგილებიდან რამდენიმე ასეული რუსული წარმოების ნაღმი ამოიღეს, ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ უკვე დაკავებული ტერიტორიები გამაგრებული აქვთ, კარგად შეიარაღებულები არიან და აქვთ საჭირო კომუნიკაცია.

    ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტეროტორიასა და უკრაინის ტერიტორიას შორის არსებობს ე.წ. „ნაცრისფერი" ზონა, რომელსაც ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს, მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ ტერიტორიის დაუფლება შესაძლოა პროპაგანდისტული თვალსაზრისით მომგებიანია, თუმცა, სამხედრო კუთხით ეს საფრთხის მომტანი იყოს.

    „უკრაინის აღმოსავლეთში-დონბასში, სადაც უკვე მეხუთე წელია უკრაინის არმია ებრძვის, როგორც ადგილობრივ სეპარატისტებს, ისე მათ მხარდამჭერ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარულ დანაყოფებს, იქ არის ისეთი ადგილები, რომლებსაც „ნაცრისფერს" ზონას ეძახიან, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილს ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს და ის არის ფრონტის შუა ტერიტორია, ანუ იქ არის დასახლებული პატარა დაბები.

    „ბოლო ხანებში უკრაინულმა მხარე ამ ტერიტორიის რამდენიმე უბანზე გადავიდა და პოზიციები გადაიტანეს - ეს შეიძლება პროპაგანდისტული თვალსაზრისით მომგებიანია, რომ თქვან „ჩვენ ვიბრუნებთ ტერიტორიებსო", მაგრამ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რამდენად კარგია ის პოზიცია, სადაც გადავიდნენ, ანუ რამდენად კარგად არიან განთავსებულები და ნაკლებად საშიშია, რომ ისინი მოწინააღმდეგემ ცეცხლით არ დააზიანონ, ეს სხვა საკითხია, ხანდახან სჯობს ცოტა უკან იყოს დახეული პოზიცია, მაგრამ უფრო ამაღლებულ ადგილზე კარგად იყოს დაცული.

    „პროპაგანდისტულად მომგებიანია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლოა მთლად მომგებიანი არ იყოს."-აცხადებს ალადაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დონბასში უკრაინის არმიამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მათ უიარაღოდ რუსი სეპარატისტები აიძულეს, რომ უკან დახეულიყვნენ და დაეტოვებინათ სტრატეგიული პოზიციები. ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო იური მისიაგინი ფეისბუქზე წერდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    რავიცი   (07.09.2019)
    ქართული ტერიტორიები ყოველდღე მავთულხლართებით იფარება


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×