სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანკარა რუსული ავიაგამანადგურებლებით დაინტერესდა - აშშ კვლავ სანქციებით იმუქრება
    ტატა შოშიაშვილი
    12.08.2019

     თურქეთი კვლავ რუსული შეუიარაღებითაა დაინტერესებული. რუსული სარაკეტო სისტემა ეს-400-ის შეძენის შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, ფედერაციის მრავალდარგოვანი ზემანევრირებადი ავიაგამანადგურებელ სუ-35-ით დაინტერესდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სანქციებით იმუქრება. ამის შესახებ თურქული გაზეთი „Yeni Safak" იუწყება.

    18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტექის" ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დაინტერესდება რუსეთი შეიარაღების შეძენით, კერძოდ, ავიაგამანადგურებელ სუ-35-ით, ფედერაცია არ იქნება წინააღმდეგი და მოლაპარაკებების გამართვაში აქტიურად ჩაერთვება.

    გაზეთ „Yeni Safak-ის" მონაცემებზე დაყრდნობით, იმ პირებმა, რომლებიც თურქეთის მიერ შეიარაღების შეძენას ხელმძღვანელობენ და კურირებენ, მიმართეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს და შესთავაზეს რუსეთის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეთავაზების განხილვა.

    იმ შემთხვევაში, თუ სამხედროები მიიღებენ ფედერაციის წინადადებას და ჩათვლიან, რომ თურქეთს სჭირდება რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-35, დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან - „როსობორონეკსპორტთან".

    ცნობისთვის, სუ-35 ბოლო საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც რომელიც პლატფორმა ტ-10ეს-ის ბაზაზე იყო აგებული. ავიაგამანადგურებელს 2250 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარი აქვს 11 000 მეტრის სიმაღლეზე.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ; შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია თურქეთის მიერ რუსული შეიარაღებუს შეძენამ, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2019 წლის 16 ივლისს ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქეთი აღარ არის ავიაგამანდგურებლების პროგრამაში და ასევე დასძინა, რომ აშშ თურქეთს აღარ მიჰყიდის ეფ-35-ის ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენებს.

    ანკარას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს-400-ის განლაგება 2020 წლის აპრილში დაიწყოს.

    რამდენიმე დღით ადრე, 4 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა აშშ-სთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან ეს იყო ყაჩაღობის მცდელობა, რადგან თურქეთს $1.4 მლრდ უკვე გადახდილი ჰქონდა ავიაგამანადგურებლებში და ოთხი თვითმფრინავი უკვე გადაცემული იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×